IT–სერვისების ექსპორტის შემოსავალი წელს ღვინის ექსპორტს გაუსწრებს

IT–სერვისების ექსპორტის შემოსავალი წელს ღვინის ექსპორტს გაუსწრებს

access_time2022-06-03 12:00:09

საქართველოში IT სერვისებზე მოთხოვნა მკვეთრად იზრდება. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, შრომის ბაზარი იცვლება ისე, რომ ავტომატურად ვითარდებიან ისეთი სფეროები, რომლებიც მაღალმწარმოებლური არიან და მეტი დამატებითი ღირებულების შექმნის რესურსი გააჩნიათ.  შესაბამისად, წარმოებისა და მომსახურების სფეროში მეტი ტექნიკური საშუალებები გამოიყენება და ასეა მთელ განვითარებულ მსოფლიოში. ეკონომისტ ბესო ნამჩავაძის განცხადებით, ყველაზე მეტი პოტენციალი, რომ გახდეს ქვეყნის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო სწორედ IT ტექნოლოგიებს გააჩნია და  წელს იგი ღვინის ექსპორტსაც გადააჭარბებს.


,,IT მომსახურებაში საზღვარგარეთიდან მიღებული შემოსავალი ბოლო 6 წელიწადში 28-ჯერ გაიზარდა და ვფიქრობ, წელს ღვინის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალს გადაასწრებს, 200 მლნ დოლარზე მეტი იქნება. თან ღვინის ბიზნესის სუბსიდირებაში 100-ობით მლნ ლარს ვხარჯავთ, IT-ში არაფერს. ურჩიეთ თქვენს შვილებს საინფორმაციო ტექნოლოგიები ისწავლონ, ნუ ატყუებთ იურისტები, ეკონომისტები, ჟურნალისტები, უცხოენების სპეციალისტები და ა.შ. გემოვიდნენ, მაგათ ყველას ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს (ექიმების ნაწილსაც), რასაც სწორედ IT სპეციალისტები შექმნიან და განავითარებენ“,  აცხადებს ბესო ნამჩავაძე.


როგორც ,,ახალი ეკონომიკური სკოლის“ დამფუძნებელი პაატა შეშელიძე ,,კომერსანტთან“ ამბობს, IT ტექნოლოგიებით ახალგაზრდობის დიდი ნაწილია დაინტერესებული, რაც მოთხოვნის ზრდითაც აისახება და შესაძლებელია აქედან ქვეყანამ დიდი შემოსავალი მიიღოს.


,,ახალგაზრდობა ძირითადად კარგად ითვისებს ციფრულ პროგრამებს და საერთაშორისო დაკვეთებზე მუშაობს, რაც ნორმალურია და  პერსპექტივაც დიდია. მთელი ხიბლი კი ისაა, რომ ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლია იმუშაო. სწავლის მსურველთათვის ბევრი კურსია გახსნილი, ძირითადად საერთაშორისო, ადგილობრივ დონეზე კადრების  სერიოზული სიმცირე შეიმჩნევა. თუმცა ვისაც IT ტექნოლოგიების დაუფლება სურს, შეიძლება ისწავლოს ნაკლები დანახარჯით  ანუ  სწავლაც და გამოყენებაც ძალიან ხელმისაწვდომია. უნივერსიტეტებშიც ისწავლება პროგრამული ინჟინერიის კურსები, ეს-ეს არის ფეხს იდგამს ეს მიმართულება,  ახალგაზრდობა დაინტერესებულია და შესაძლებელია აქედან ქვეყანამ დიდი შემოსავალი მიიღოს“, - აცხადებს პაატა შეშელიძე.



მისი თქმით, IT ტექნოლოგიების ექსპორტი დიდი პერსპექტივით გამოირჩევა, მაგრამ დარგს ჭირდება ხელშეწყობა, ელემენტარულად, ხელმისაწვდომი ელექტროენერგია, რის ფუფუნებაც ყველას არ აქვს.


,,ინტერესი დიდია ციფრული ტექნოლოგიების მიმართ, მაგრამ იმ რეალურად იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ამას გააკეთებს, ჯერჯერობით არც ისე დიდია. გარდა ამისა, როცა ექსპორტის მასშტაბურ ზრდაზეა საუბარი, შეიძლება იგულისხმება მაინინგიდან მიღებული შემოსავალიც. თუ ეს ასეა, უკვე ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემა იკვეთება. განათლების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, ადამიანები თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას, მაგრამ დენის ტარიფი უნდა იყოს შეღავათიანი, როცა ერთ კონკრეტულ ჯგუფზე ასეთი შეღავათი ვრცელდება, დისკრიმინაციული მიდგომაა. მოკლედ, არის გარკვეული ნიუანსები, რაც შეიძლება გამოსწორდეს“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ პაატა შეშელიძე.


ცნობისთვის, IT მომსახურებაში საზღვარგარეთიდან მიღებული შემოსავალი ბოლო 6 წელიწადში 28-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, საქართველოს შემოსავალმა ამ მიმართულებით 2021 წელს 153 მილიონი დოლარი შეადგინა. 2020 წელს ეს მაჩვენებელი 74 მილიონ დოლარს შეადგენდა, როცა 6 წლის წინ, 2015 წელს  5 მილიონს არ აჭარბებდა. 


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up