ITB Berlin: მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესს ტურისტულ გამოფენას ITB Berlin 2023 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახსნის

ITB Berlin: მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესს ტურისტულ გამოფენას ITB Berlin 2023 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახსნის

access_time2023-03-01 15:10:47

ITB berlin 2023 6 მარტს ბერლინში ოფიციალურად გაიხსნება და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახსნის - ინფორმაციას ამის შესახებ ITB Berlin-ის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

 

ბერლინში, საერთაშორისო ტურისტული გამოფენის  დაწყებამდე ერთი დღით ადრე საზეიმო გახსნის ცერემონიალში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ: გერმანიის ვიცე-კანცლერი და ეკონომიკური საქმეების მინისტრი რობერტ ჰაბეკი, ბერლინის მერი ფრანცისკა გიფი და ბერლინის გამოფენის დირექტორი დირკ ფოჰმანი.  საზეიმო ცერემონიალს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი და მსოფლიო ვაჭრობისა და ტურიზმის საბჭოს პრეზიდენტი ჯულია სიმფსონი დაესწრებიან.


გამოფენაზე საქართველოს მთავარი კონცეფციაა „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“.


გალა გახსნაზე ქართული ღვინის კულტურიდან თანამედროვე ავანგარდულ ხელოვნებამდე წარმოდგენილი იქნება საქართველოს კულტურა და ეთნიკური მრავალფეროვნება. გახსნის შოუ ქართული ხელოვნების შედევრებსა და სხვადასხვა ტიპის ჟანრს მოიცავს. წარმოდგენილი იქნება ეთნო ჯაზი, სიმღერით და ელექტრო მუსიკით. საზეიმო კონცერტზე მაყურებლის წინაშე წარდგება მსოფლიოში ცნობილი ქართული ეროვნული ბალეტი სუხიშვილები. შოუ 6 ნაწილისგან შედგება და აქ ბალეტის მოცეკვავეებთან ერთად აუდიტორიის წინაშე ანსამბლი რუსთავი ტრადიციული პოლიფონიური სიმღერებით, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და მისი ხელმძღვანელი ნიკოლოზ  რაჭველი წარდგებიან. გალა გახსნაზე მსოფლიოში ცნობილი ოპერის სოპრანო ნინო მაჩაიძე, ვირტუოზი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი, მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი, კომპოზიტორი დათო ევგენიძე და მუსიკოსი ნიკა მაჩაიძე მიიღებენ მონაწილეობას. 



მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ბერლინში 7-9 მარტს გაიმართება.

 

ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, თბილისის მერიასთან, ტურისტულ ასოციაციებთან, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციებთან.  44 ტუროპერატორთან და  23 სასტუმროსთან, ჯამში 80-მდე ორგანიზაციასთან და კომპანიასთან ერთად არის წარდგენილი. 

 

ITB Berlin 1966 წლიდან იმართება.  2019 წელს, მსოფლიო პანდემიამდე ITB Berlin-მა მსოფლიოს 181 ქვეყნიდან  გამოფენის  10 ათას მონაწილეს უმასპინძლა. გამოფენას 160 ათასი სტუმარი ჰყავდა და მედიის 5000-მდე წარმომადგენელი აშუქებდა

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up