იუსტიციის სამინისტრომ საგრანტო კონკურსში 17 გამარჯვებული გამოავლინა, რომლის მიზანიც უწყების საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების გაძლიერება და სისტემის მასშტაბით სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდაა.
გამარჯვებულ ორგანიზაციებთან ხელშეკრულებები გაფორმდა. საუბარია ჯამში 335 ათასი ლარის დაფინანსებაზე.
საგრანტო პროგრამა იუსტიციის სამინისტრომ 10 ოქტომბერს გამოაცხადა და კონკურსის ფარგლებში, ჯამში წარმოდგენილი იყო 47 საპროექტო განაცხადი.