2020 წელთან შედარებით იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტი, ფაქტობრივად, გაორმაგებულია. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესა და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირზე ითქვა.
2020 წელს - 389 626 000 (საბიუჯეტო - 238 813 000 ლარი, საკუთარი - 150 813 000 ლარი) ლარი, ხოლო 2023 – 758 800 000 ლარი (საბიუჯეტო - 392 400 000 ლარი, საკუთარი - 366 400 000 ლარი). იუსტიციის მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა პრემიერ-მინისტრს ამ მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადეს.