ოკუპირებული ახალგორის გზა ხუთი დღით იხსნება

ოკუპირებული ახალგორის გზა ხუთი დღით იხსნება

access_time2022-04-20 23:40:53

ხუთშაბათს ოკუპირებული ახალგორის თბილისთან დამაკავშირებელი გზა გაიხსნება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ახალგორელმა სამოქალაქო აქტივისტმა, თამარ მეარაყიშვილმა სპეციალური სტატუსი დაწერა. მისი თქმით, გზა დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეობის და საშვების მქონე მოქალაქეებისთვის იხსნება.


„განმარტება გზის გახსნასთან დაკავშირებით, რაც ვიცი ამ დროისთვის. გზა იხსნება მათთვის, ვისაც აქვს ჩაწერა - სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტი ან საშვი - პროპუსკი. ნუ გაბრაზდებით, ვინც ამჯერად ვერ შეძლებთ საბუთის არქონის გამო ესტუმროთ ოჯახს ან საფლავებს. ჩემი შვილიც ვერ ჩამოვა - არ აქვს არანაირი დოკუმენტი. იხსნება ორივე მიმართულებით - აქედან წახვალთ და დაბრუნდებით, ჩამოხვალთ და უკან დაბრუნდებით 5 დღის ვადაში. მანქანებით გადაადგილება არ იქნება შესაძლებელი - აქ მანქანით ვერ შემოხვალთ. საგუშაგომდე მოხვალთ და ან ტაქსის გამოიძახებთ, ან ახლობელი დაგხვდებათ. ვინც მიდიხართ ან მოდიხართ, ერთმანეთს გაუმართეთ ხელი... განსაკუთრებით მათ, ვინც თავად ვერ ახერხებს ამას. მე ისევ ვერ ვახერხებ გადაადგილებას- სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაგრამ არა უშავს. კეთილი მგზავრობა, - წერს სოციალურ ქსელში თამარ მეარაყიშვილი.


ახალგორიდან რადიო თავისუფლების ერთ-ერთი წყარო იმასაც გვატყობინებს, რომ ორი დღით ადრე საჯარო დაწესებულებებში ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. როგორც უთხრეს, ეს გზის გახსნას ეხებოდა, თუმცა ხელმოწერების ფურცელს თავსართი არ ჰქონდა, ამიტომ ჩვენი წყარო ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ეს ხელმოწერები ბიბილოვმა ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებისთვის, შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯების კონტექსტში გამოიყენოს.



წყარო იმასაც გვეუბნება, რომ ბევრი ადამიანი აპირებს ნათესავების მონახულებას როგორც ერთ ისე მეორე მხარეს. გარდა ამისა, ჩაკეტილი ახალგორის გახსნის საკითხი განიხილებოდა, 12 აპრილს ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელმა ზვიად ზვიადაძემ განაცხადა, რომ დე ფაქტო ხელისუფლების და რუსეთის მხარის წარმომადგენლებს შესთავაზეს ჰუმანიტარული საკითხების სააღდგომოდ გადაჭრა. ეს საკითხი იძულებით გადაადგილებული პირების მიერ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოქცეული ნათესავების საფლავების და სალოცავების მონახულებას ეხებოდა.


ზვიადაძემ მაშინ განაცხადა, რომ წინადადებაზე დე ფაქტო და რუსეთის მხარეების პასუხს ელოდება ცხელი ხაზის მეშვეობით და ამ საკითხზე შესაძლოა დამატებით ტექნიკური შეხვედრაც გაიმართოს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგორის გზა ხუთშაბათიდან, მომდევნო კვირის ორშაბათამდე იქნება გახსნილი. დე ფაქტო რესპუბლიკის ე. წ პრეზიდენტმა „რაზდახანის“ (მოსაბრუნის) ე.წ გამშვები პუნქტი 2019 წლის სექტემბერში ჩაკეტა და ახალგორის მოსახლეობა იზოლაციაში მოაქცია. ამის შემდეგ გზა რამდენჯერმე, განსაკუთრებული შემთხვევების გამო გაიხსნა. ბიბილოვი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში განთავსებული საპოლიციო საგუშაგოს აღებას მოითხოვს, რადგან მიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს საგუშაგო ოკუპირებულ წნელისში განათავსა. დე ფაქტო პრეზიდენტმა ამ საგუშაგოს აღებამდე, ახალგორი ჩაკეტა. ახალგორის მცხოვრებლებმა კი ბიბილოვის ამ გადაწყვეტილებას 10 აპრილის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში უპასუხეს. დაბაში მისმა კონკურენტმა ალან გაგლოევმა 4-ჯერ მეტი ხმა მიიღო. გაგლოევი წინასაარჩევნო შეხვედრისას ახალგორელებს შეპირდა, რომ თანამდებობის დაკავების შემთხვევაში გზას გახსნის.


radiotavisupleba.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up