კაცმა თავი გადადო - ანზორ მელია მიხელ სააკაშვილის დაბრუნებაზე

კაცმა თავი გადადო - ანზორ მელია მიხელ სააკაშვილის დაბრუნებაზე

access_time2021-10-02 12:54:04

"კაცმა თავი გადადო, ჩამოვიდა და შევიდა ციხის საკანში. ამას დაფასება სჭირდება და ქართველი ხალხი გვერდით უნდა დავუდგეთ," - ასე ეხმაურება ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას.

ანზორ მელიას შეფასებით, გუშინ მთავრობამ თავისი უსუსურობა კიდევ ერთხელ დაგვანახა და მმართველი გუნდის ოფისში გამართული ბრიფინგი სამარცხვინო იყო.

,,მთავრობამ თავისი უსუსურობა გუშინაც დაგვანახა, ეს იყო საშინელება რაც გააკეთეს. ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა ჭაობიდან ამოიყვანა საქართველო და შექმნა ძლიერი სახელმწიფო, მათ დაანგრიეს და მოსპეს. ეს სამეული გუშინ რომ გამოვიდა, იყო სამარცხვინო გამოსვლა, კაცმა თავი გადადო, ჩამოვიდა და შევიდა ციხის საკანში. ამას დაფასება სჭირდება და ქართველი ხალხი გვერდით უნდა დავუდგეთ. მთელმა საქართველომ უნდა ამოიღოს ხმა იმიტომ, რომ ამის გაგრძელება შეუძლებელია, ასე საქართველო განადგურდება.

როგორ შეიძლება მესამე პრეზიდენტი შემოვიდეს ისე, რომ ოთხი დღე არ იცოდნენ სად იმყოფებოდა, ეს სახელმწიფო არ არის და ასე გაგრძელება არ შეიძლება”, - აღნიშნა ანზორ მელიამ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ ზუგდიდის პირველ საარჩევნო უბანში მისცა ხმა. მელიას თქმით, ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა, რომ საქართველო გადავარჩინოთ.


„როგორც არასდროს ისეთი შემართებით ვარ, ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ეს არის რეფერენდუმი და წყდება საქართველოს მომავალი. გვინდა სიღარიბეში, სიბინძურეში ცხოვრება, თუ გვინდა სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, სამუშაო ადგილები და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება? მაშინ ხმა უნდა მივცეთ ოპოზიციურ ძალებს. მინდა საქართველოში გათენდეს, ეს მთავრობა წავიდეს და მოვიდეს მხოლოდ კოალიციური მთავრობა, ეს არის ჩვენი ხსნა, ამიტომ არის, რომ 72 წლის კაცი იძულებული გავხვდი წინა ფრონტზე გამოვსულიყავი. ახლა ხმის არ ამოღება დანაშაულია, ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა, რომ საქართველო გადავარჩინოთ”, - აღნიშნა ანზორ მელიამ.


წყარო: ინტერპრესნიუსი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up