კადიროვი ჩეჩნეთ–საქართველოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხს დაუბრუნდა

კადიროვი ჩეჩნეთ–საქართველოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხს დაუბრუნდა

access_time2021-06-27 11:00:17

რამდენიმე დღის წინ ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა „ინსტაგრამში“ პირდაპირი ეთერის დროს, საქართველოსთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზის მშენებლობის იდეაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

 

„ჩვენ ამ საკითხს აქტიურად ვაყენებთ, განვიხილავთ და თუ ალაჰის ნება იქნება, აუცილებლად ავაშენებთ“, – განაცხადა მან.

 

საუბარია საავტომობილო გზაზე, რომლის ნაწილიც რუსეთთან დაპირისპირებულმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობამ თავისი ინიციატივით ააშენა, და მისი გაგრძელება საქართველო ტერიტორიაზე სურდა. თუმცა, ეს პროექტი 1999 წელს ჩაიშალა, როდესაც ჩეჩნეთის მეორე ომი დაიწყო, რის შედეგადაც გროზნოზე რუსეთის კონტროლი აღდგა.

 

ეს გზა თავის დროზე რუსული ბლოკადის გარღვევის და ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის კონტექტსში განიხილებოდა. 2014 წელს კი ყველასთვის მოულოდნელად ამ თემაზე ალაპარაკდა ჩეჩნეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი რამზან კადიროვი.

 

„სოფელ იტუმ–კალედან საქართველომდე სულ 40–50 წუთის გზაა და ეს უმოკლესი გზაა თურქეთისა და ევროპისკენ. ჩრდილოეთ კავკასიისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია“, – განაცხადა მან.

 

2018 წელს ამ პროექტის მიზანშეწონილობის შესახებ რუსეთის საგზაო დეპარტამენტის უფროსმა რომან სტაროვოიტმა განაცხადა. ბოლო კი, უკვე 2019 წელს, ამ ინიციატივას თავის ყოველწლიურ პრეს–კონფერენციაზე მხარი თავად ვლადიმირ პუტინმა დაუჭირა – მისი თქმით, ამ გზის მშენებლობა მიზანშეწონილია და თუ იქნება შესაბამისი შეთანხმება ქართულ მხარესთან, ის უნდა აშენდეს.


 

თუმცა, ამ ეტაპზე საქმე განცხადებებს არ სცდება. ექსპერტის ალექსანდრე კვახაძეს თქმით, ამ პროექტის რეალიზებას დაახლოებით მილიარდი დოლარი სჭირდება, საქართველოს კი ასეთი თანხები არ აქვს, განსაკუთრებით პანდემიის ფონზე.

 

უცხოელი დონორები ამ ინიციატივას არ დააფინანსებენ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობამ ჯერაც ბოლომდე არ ააშენა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული მსხვილი საგზაო პროექტები – მაგალითად, თბილისი–ბათუმის მაგისტრალი.

 

თუმცა, მისი თქმით, უახლოეს პერიოდში ქართული მხარისგან განსაკუთრებული აქტიურობა ამ მიმართულებით მოსალოდნელი არაა.

 

„საქართველოში საზოგადოებრივი აზრი კატეგორიულად ეწინაამღდეგება ამ პროექტს, რადგანაც არსებობს შიში, რომ რუსეთმა ეს გზა შესაძლოა სამხედრო შემოჭრისთვის გამოიყენოს. ეს გადაჭარბებული შიშია იმ პირობებში, როდესაც რუსეთის ჯარი თბილისიდან 50 კილომეტრში, ახალგორში დგას და ჩეჩნეთის რთული გზა ამისთვის რუსეთს საერთოდ არ სჭირდება“, – მიიჩნევს კვახაძე.

 

ექსპერტის თორნიკე გორდაძის თქმით, ამ გზას საქართველოსთვის მნიშვნელობა ექნებოდა, ჩეჩნეთი რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო და თბილისის სტრატეგიული პარტნიორი ყოფილიყო  – ეს გზა ჩეჩნებს მსოფლიოსკენ გზას, რუსეთის გვერდის ავლით გაუხსნიდა.

 

დღეს კი თბილისისთვის ამ გზას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.

 

„ამ გზასთან დაკავშირებით სკეპტიკურ დამოკიდებულებას აძლიერებს რამზან კადიროვის ფიგურა, რომელიც დღევანდელი საქართველოს პროდასავლურ კურსს მკვეთრად აკრიტიკებს. შესაბამისად, ამ გზის გახსნისთვის დრო ჯერ არ მოსულა და ალბათ მალე არც მოვა“,  – მიიჩნევს გორდაძე.

 

წყარო: ekhokavkaza.com

 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up