საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღო დაგვიანებული რეფორმებია. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა Franceinfo-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
როგორც იცით, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღო. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა, ბოლო პერიოდში რეფორმებმა დააგვიანა, მანამდე საქართველოს ევროპისკენ სწრაფვა, შეიძლება ითქვას, რომ უშეცდომო იყო.
ჩვენ გვაქვს ვადები, თუმცა, დღეს ეს საკითხი სტრატეგიულია. ეს ნიშნავს, რომ ახლა, როდესაც უკრაინა იგებს და საერთაშორისო სოლიდარობა უცვლელია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთს არ დარჩეს შთაბეჭდილება, რომ არსებობს ნაცრისფერი ზონა, რომელთან დაკავშირებითაც საერთაშორისო თანამეგობრობა, ევროპა და აშშ ნაკლებად მიზანდასახულები იქნებიან და სადაც რუსეთი უკრაინაში დაზიანებულ სიამაყეს აღიდგენდა, რადგან საქართველო უკრაინაზე ბევრად პატარაა, ნაკლები სამხედრო, ადამიანური რესურსი და ტერიტორია აქვს და ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.