„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე კომენტარი გააკეთა ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ვიქტორ ყიფიანი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღების მართებულობას ეჭვქვეშ აყენებდა. ირაკლი კობახიძის თქმით, ვიქტორ ყიფიანის მხრიდან კრიტიკული განცხადება უკავშირდება იმას, რომ კანონის მიღების შემთხვევაში მისი ორგანიზაციაც მოხვდებოდა უცხოური გავლენის აგენტების ნუსხაში.
„რაც შეეხება ვიქტორ ყიფიანს, კომენტარები გაკეთდა ის ერთ კვირაზე მეტია აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი. იყო გარკვეული სპეკულაციური მცდელობა, რომ მისი განცხადებები დაეკავშირებინათ ბიძინა ივანიშვილისთვის, კვირაზე მეტია ის აღარაა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და პირდაპირ შევიდა პოლიტიკაში. შესაბამისად ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რომ ის კანონი რომელიც ჩვენ უნდა მიგვეღო გავრცელდებოდა ვიქტორ ყიფიანზეც, როგორც უცხოური გავლენის აგენტზე. ესეც არის ერთ-ერთი ფაქტორი რატომაც ის სწრაფად ჩაერთო პოლიტიკაში.
ჩემი ინფორმაციით არა ვიქტორ ყიფიანი ჩაეხსნა ბიძინა ივანიშვილს, არამედ ბიძინა ივანიშვილმა ჩახსნა ვიქტორ ყიფიანი. თუმცა ამაზე მე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება,
ჩემი ინფორმაციით სწორედ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო მისი განთავისუფლება ადვოკატის პოზიციიდან,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.