კანონის მიღების შემთხვევაში, უარს ვაცხადებთ აგენტად რეგისტრაციაზე – მედიაორგანიზაციები

კანონის მიღების შემთხვევაში, უარს ვაცხადებთ აგენტად რეგისტრაციაზე – მედიაორგანიზაციები

access_time2023-02-27 17:00:26

უცხოური გავლენის აგენტებთან დაკავშირებით  უმრავლესობის დეპუტატებისგან შექმნილი პრორუსული მოძრაობის ახალ .კანონპროექტზე მედიაორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, კანონის მიღების შემთხვევაში, ისინი უარს ამბობენ აგენტად რეგისტრაციაზე, რადგან ეს პროფესიულ ღირსებას შეურაცხყოფს. განცხადებას უერთდება „კომერსანტიც“:

 


 

ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი მედიაორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონპროექტებს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ.

 

მიგვაჩნია, რომ ამ კანონის მიზანია, აღარ ისმოდეს კრიტიკული ხმა, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

 

ამას ადასტურებს წლების წინ რუსეთში მიღებული ანალოგიური კანონის შედეგები - დაიხურა სამოქალაქო და მედიაორგანიზაციები, ჟურნალისტები კი დევნის მსხვერპლნი გახდნენ. ამ კანონის მიღება აზიანებს ევროკავშირში გაწევრების პროცესს, რაზეც 24 თებერვლის განცხადებით ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლობამ მკაფიოდ მიუთითა. შესაბამისად, წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილება საქართველოს განვითარებას აფერხებს და დღეს გაჩენილ შესაძლებლობის ფანჯარას ხურავს.  

 

ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებას და გვაღელვებს ჩვენი ქვეყნის მომავალი. არ ვაპირებთ ამ იარლიყით მუშაობას. შესაბამისად, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, უარს ვაცხადებთ უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციაზე. ეს შეურაცხყოფს ჩვენს პროფესიულ ღირსებას.

 

განცხადებას ხელს აწერენ:

 

netgazeti.ge

პუბლიკა (publika.ge)

ინდიგო

სტუდია მონიტორი

queer.ge

dev.ge

On.ge

ტაბულა

სამოქალაქო საქართველო - civil.ge

მედიაჩეკერი

პროექტი 64

Chai Khana media

Ufleba.ge

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი” 


მედია ჰოლდინგი კომერსანტი

OC Media

მედიაპორტალი “კაქტუსი,” cactus-media.ge

ჯემნიუსი (jam-news.net)

ონლაინ გამოცემა sova.news

რეალპოლიტიკა (realpolitika.ge)

“მთის ამბები” - mtisambebi.ge

საქართველოს ამბები - sakartvelosambebi.ge

ჟურნალისტიკის რესურსცენტრი JRC

საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი

ქართლის ამბები (qartli.ge)

გორის სათემო რადიო მოზაიკა, mozaikanews.ge

TV მედიამონიტორინგი

ქართული მედია ჯგუფი - metalab.ge / feminism.ge

დია

ნეო ტვ - neotv.ge

სათემო რადიო მარნეული

ქალთა სათემო რადიო ww

ქვემო ქართლის მედია - QvemoQartli.ge

მარნეული TV

რადიო ბოლნელი

სათემო რადიო ნორი, ნინოწმინდა, nor.ge

ტელეკომპანია “ბორჯომი”,  borjomi.tv

მეცხრე არხი, ახალციხე

სამცხე-ჯავახეთის ჟურნალისტთა კავშირი

მედია სახლი - სამხრეთის კარიბჭე sknews.ge

ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი, ახალქალაქი, jnews.ge

TOK TV 

Batumelebi.ge

TV 25 

ტელეკომპანია მეცხრე ტალღა, ფოთი

რადიო ათინათი

კოლხეთი 89

ეგრისი TV

რადიო ოდიში +

ჰარმონია

TV ოდიში

კახეთის ხმა, knews.ge

საინფორმაციო სააგენტო სპექტრი, გურჯაანი, speqtri.ge

პანკისის სათემო რადიო

თანამგზავრი TV 

ონლაინ გამოცემა “ქუთაისიპოსტი”  kutaisipost.ge

რიონი TV

იმერვიზია TV

მეგა TV

TV  ზარი

რადიო რიონი

რადიო ზარი

გურია TV

აგროგარემო TV





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up