კაპიტოლიუმის შტურმის შედეგად პოლიციელის გარდაცვალების გამო, ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს.ინფორმაციას ამის შესახებ The New York Times ავრცელებს.
კერძოდ, სარჩლის თანახმად, კაპიტოლიუმის შენობის შტურმის შედეგად ოფიცერ ბრაიან სიკნიკის გარდაცვალება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის „უკანონო ქმედებების პირდაპირი და პროგნოზირებადი შედეგი” იყო.
„2021 წლის 6 იანვრის საშინელი მოვლენები, მათ შორის ოფიცერი სიკნიკის ტრაგიკული, უსამართლო სიკვდილი, იყო ბრალდებულების უკანონო ქმედებების პირდაპირი და პროგნოზირებადი შედეგი”, - წერია სარჩელში.
სარჩლის თანახმად, მოპასუხეებს პასუხისმგებლობა აკისრიათ ამ ქმედებების შედეგად მიღებული „ტრავმებისთვისა და ზიანისთვის”.
სარჩელი პოლიციელის ყოფილმა პარტნიორმა სანდრა გარცმა შეიტანა. იგი მოპასუხეებისგან 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის მორალური კომპენსაციის გადახდას ითხოვს.
ipn.ge