კაპიტონ ჟორჟოლიანი - კარგად ვიცი,  რა სჭირდებათ სვანებს, ჩემი ყველა გადაწყეტილება  მათ კეთილდღეობას და უზრუნველყოფილ მომავალს უკავშირდება

კაპიტონ ჟორჟოლიანი - კარგად ვიცი, რა სჭირდებათ სვანებს, ჩემი ყველა გადაწყეტილება მათ კეთილდღეობას და უზრუნველყოფილ მომავალს უკავშირდება

access_time2021-08-25 18:19:34

„„ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის და მესტიელების, სვანების მიერ გამოცხადებული ნდობა და მხარდაჭერა მაძლევს ძალას, მესამედ ვიბრძოლო მესტიის მუნიციპალიტეტის მერობისთვის და მეტი მონდომებითა და შემართებით განვაგრძო ზემო სვანეთის განვითარებაში ჩემი წვლილის შეტანა“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ მესტიის მერობის კანდიდატმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა წარდგენაზე.


როგორც კანდიდატმა აღნიშნა, ბოლო რვა წლის მანძილზე ბევრი რამ გაკეთდა ზემო სვანეთში და სასიხარულოა, რომ ამას ადგილობრივი მოსახლეობაც გრძნობს.


„მთელი მუნიციპალიტეტის კუთხე-კუნჭული კარგად ვიცი, პირადად მაქვს შესწავლილი მცხოვრებლების პრობლემები, რომელთა მოგვარებას მე და ჩემი გუნდი ყოველდღიურად, ეტაპობრივად ვცდილობთ. პრობლემების მოგვარებას სწორი სტრატეგია და კარგი სამოქმედო გეგმა სჭირდება. როდესაც 2012 წელს გამგებლად დავინიშნე, მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი 600 000 ლარი იყო. წელს, უკვე ამ პერიოდისთვის ბიუჯეტი შესრულებული გვაქვს 11,5 მილიონი, აქედან 9,5 მილიონი ადგილობრივი ბიუჯეტია და დღეს უკვე ჩვენ შევძლებთ დაახლოებით 13 მილიონზე ავიდეთ, რაც ჩვენი გუნდის დაუღალავი შრომის და სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებების შედეგია. კარგად ვიცი, რა სჭირდებათ სვანებს და ჩემი ყველა გადაწყეტილება მათ კეთილდღეობას და უზრუნველყოფილ მომავალს უკავშირდება. შემდეგი ოთხი წლის მანძილზე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა თემის ადმინისტრაციულ ცენტრამდე ასფალტო-ბეტონის გზა გაკეთდეს, გაკეთდეს წყალარინები და მუდმივად მიეწოდებოდეს მოსახლეობას სასმელი წყალი. მჯერა, თქვენი მხარდაჭერით ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ“ - განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.


მერობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა სვანეთის ტურისტულ პოტენციალს.


„სვანეთი საქართველოს განსაკუთრებულად ლამაზი მხარეა. ქართველი და უცხოელი ტურისტები მონუსხულები ტოვებენ აქაურობას და აუცილებლად ბრუნდებიან უკან. სვანეთის და სვანი ხალხის უნიკალურობით შევძელით, რომ ერთის მხრივ ტურიზმი განვითარებულიყო, მეორეს მხრივ კი შეგვენარჩუნებინა ავთენტურობა, ჩვენი კუთხის უნიკალური ბუნება და ტრადიციები. მჯერა, მალე გადავლახავთ პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს და სვანეთი კვლავ უმასპინძლებს ასი ათასობით ტურისტს ყოველწლიურად. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს - მეუღლეს და შვილებს. მათი მხარდაჭერის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა ასეთ დატვირთულ რეჟიმში მუშაობა და ჩემი დროის უდიდესი ნაწილის სვანეთზე ზრუნვაში გატარება“ - განაცხადა მერობია კანდიდატმა.



კაპიტონ ჟორჟოლიანმა მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.


ბოლოს, მინდა ჩემს მხარდამჭერებს, ჩემს თანამებრძოლებს გადავუხადო მადლობა. რომ არა ამ წლების მანძილზე თქვენი მუდმივი მხარდაჭერა, გვერდში დგომა და წახალისება, მე ვერ შევძლებდი სვანეთისთვის ამდენი კარგი საქმის გაკეთებას. ამომრჩევლებს დიდი როლი გაქვთ სვანეთის განვითარებაში, მუნიციპალიტეტის განვითარებაში. სწორედ თქვენს მიერ დასახელებულ პრობლემებს უნდა აგვარებდეს ადგილობრივი მთავრობა და ვაგვარებთ კიდეც. თქვენ იცით, რომ მე ყოველთვის ხელმისაწვდომი ვარ ნებისმიერი მცხოვრებლისთვის, ყოველი მოქალაქისთვის, ეს იქნება კონკრეტული, თუ თემი. მე მზად ვარ ყოველთვის თქვენს გვერდში დავდგე და ხელი შევუწყო თქვენს განვითარებას. მჯერა, რომ ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, მე ამის საშუალებას მაძლევს თქვენი გვერდში დგომა და თქვენთან ყოველი შეხვედრა. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!
ეხლა მინდა წარმოგიდგინოთ გუნდი, რომლითაც ჩვენ წარვდგებით და კიდევ ერთხელ ყველა ერთად გავიმარჯვებთ: მაიზერ ჯაფარიძე, გოჩა გიგლემიანი, კახა გუჯეჯიანი, ანზორ რატიანი, მერაბ პაკელიანი, ირაკლი გირგვლიანი, ბაქარ კვიციანი, ლაშა პაკელიანი, როდამ გვარლიანი, ვალოდია ჭკადუა, საპატიო მიზეზით არ არის ჩვენს გვერდში შოთა გულედანი“ - განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.


ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up