რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი საქართველოს მოქალაქეებზე ზეწოლას ახდენს.
„გთხოვთ, შეაკავეთ ბორელი! კვლავ თავისი ჭკუის დარიგებით ეტენება, ამჯერად ზეწოლას ახდენს საქართველოს მოქალაქეებზე. ეს უკვე წესიერების ფარგლებს სცდება“. – დაწერა კარასინმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის განცხადებით ე.წ. აგენტების რუსული კანონის მიღებას, შესაძლოა, სერიოზული შედეგები ჰქონდეს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე.