კარენ დონფრიდი - აშშ მტკიცედ უჭერს მხარს მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს, მათი გზა ძალიან მკაფიოა, იციან, რა უნდა გააკეთონ და მზად არიან, მის გასაკეთებლად

კარენ დონფრიდი - აშშ მტკიცედ უჭერს მხარს მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს, მათი გზა ძალიან მკაფიოა, იციან, რა უნდა გააკეთონ და მზად არიან, მის გასაკეთებლად

access_time2022-10-18 23:15:17

აშშ მტკიცედ უჭერს მხარს მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს, მათი გზა ძალიან მკაფიოა, იციან, რა უნდა გააკეთონ და მზად არიან, მის გასაკეთებლად, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აშშ აგრძელებს მოლდოვასთან და საქართველოსთან მუშაობას, რათა მხარი დაუჭიროს რეფორმების განხორციელებაში.


„ჩვენ ევროკავშირის მხრიდან მნიშვნელოვანი სიგნალები გვაქვს ორივე ქვეყნისთვის ევროკავშირში მათ მომავალთან დაკავშირებით. ვაგრძელებთ მოლდოვასა და საქართველოსთან მუშაობას, რათა მხარი დავუჭიროთ რეფორმების განხორციელებაში, რაც დააჩქარებს მათ გაწევრიანებას ევროკავშირში. ჩვენ ამ დახმარებას ვათანხმებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რათა დავეხმაროთ საქართველოსა და მოლდოვას რეფორმების განხორციელებაში, იქნება ეს კორუფციის საწინააღმდეგო, თუ სასამართლო რეფორმა. ამ დახმარების გაწევის ერთგულნი დავრჩებით. მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა ძალიან მკაფიოა, მათ იციან, რა უნდა გააკეთონ და მზად არიან, ეს გააკეთონ“, – განაცხადა კარენ დონფრიდმა.




ამასთან, კარენ დონფრიდმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი განცხადებით, „ეს ომი ვლადიმერ პუტინის არჩევანია“. „ის, რაც 24 თებერვალს ვიხილეთ, იყო უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული და სასტიკი თავდასხმა. აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან რასაც ერთად აკეთებს, არის ის, რომ ცდილობს, დაეხმაროს უკრაინას, დაიცვას საკუთარი თავი. თქვენ ხედავთ, რომ აშშ უკრაინას უპრეცედენტო დახმარებას უწევს, იქნება ეს უსაფრთხოება, ეკონომიკური თუ ჰუმანიტარული დახმარება. ჩვენ გავაგრძელებთ ამის უზრუნველყოფას. ამ დახმარებით ვცდილობთ უზრუნველვყოთ, რომ როდესაც მოლაპარაკებების მაგიდასთან მივალთ, უკრაინა ყველაზე ძლიერ პოზიციაში იყოს. რასაც ვაკეთებთ, შეიძლება, უპრეცედენტო იყოს, მხარდაჭერის მხრივ, თუმცა რასაც უკრაინელები აკეთებენ ჩვენთვის, შთაგონებაა. მათი სიმამაცე, როგორ უწევენ რუსეთს წინააღმდეგობას, როგორ დევნიან მათ თავიანთი სუვერენული ტერიტორიიდან, დიდებულია. ეს არის ის მესიჯი, რომელსაც ვლადიმერ პუტინი იღებს უკრაინელებისგან. და შემდეგ, უკვე მთელი მსოფლიოსგან, გაერო-ში იმ კენჭისყრით, რომელიც გასულ კვირას გვქონდა, 143-მა სახელმწიფომ უთხრა მას, რომ რასაც აკეთებს, არასწორია, რომ არ ვაღიარებთ დეკლარაციას, რომლითაც უკანონოდ განახორციელეს უკრაინის ტერიტორიის ანექსირება. ზაპოროჟიე უკრაინაა, ხერსონი უკრაინაა, დონბასი უკრაინაა, ეს არის მესიჯი, რომელიც მსოფლიოსგან მოდის. ვიმედოვნებთ, ვლადიმერ პუტინი ისმენს ამ მესიჯს და დაასრულებს ომს“, – განაცხადა კარენ დონფრიდმა.


1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up