კარენ დონფრიდი​: ვიცი, რომ ქართველი ხალხი განსაკუთრებულად აფასებს დამოუკიდებლობას - ამერიკა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

კარენ დონფრიდი​: ვიცი, რომ ქართველი ხალხი განსაკუთრებულად აფასებს დამოუკიდებლობას - ამერიკა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

access_time2022-06-10 15:40:00

მოხარული ვარ, რომ აქ თქვენთან ერთად აღვნიშნავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ისევე როგორც ჩვენს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს. დღეს, ასევე განსაკუთრებით მოხარული ვარ, მივესალმო საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს დავით ზალკალიანს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვაშინგტონში, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდიმ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ასევე, აშშ-თან 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების აღსანიშნავ ღონისძიებაზე განაცხადა.



„ჩვენთვის პატივია, რომ საქართველომ გამოგზავნა ასეთი გამორჩეული წარმომადგენელი აშშ-ში ახალ ელჩად. მქონდა შესაძლებლობა მემუშავა მასთან ერთად წარსულში, მაშინ, როდესაც ის გახლდათ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. სასიამოვნოა აქ ამ ურთიერთობის გაგრძელება. ასევე, მიხარია, ყოფილი ელჩის დავით ბაქრაძის ხილვა. მადლობას ვუხდი მას იმ ყველაფრისთვის, რითაც მან ხელი შეუწყო აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაძლიერებას ელჩობის პერიოდში.



ვიცი, რომ ქართველი ხალხი განსაკუთრებულად აფასებს დამოუკიდებლობას მისი აღდგენის დღიდან. შემდგომში კრემლის აგრესიის წინააღმდეგ, საქართველოს მოსახლეობამ გამოავლინა გამძლეობა და მონდომება ქვეყნის თავისუფლების შესანარჩუნებლად. შეერთებული შტატები თქვენთან ერთად იდგა ამ გზაზე აღმავლობისა თუ სირთულეების პერიოდში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ბოლო რამდენიმე თვემ მთელ მსოფლიოს შეახსენა კრემლის სისასტიკე და საერთაშორისო წესრიგის წესების აშკარა უგულებელყოფა. რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი ამ რეალობით ცხოვრობდა წლების განმავლობაში, რაც 2008 წლის ომმა მკაფიოდ აჩვენა.




ჩვენ ვაფასებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას, რაც გამოიხატა უკრაინის მიმართ, მათ შორის, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის თვალსაზრისით. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რომ ხალხი და მთავრობა დარჩნენ ერთიანები და გამოხატონ ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. დაყოფა მხოლოდ კრემლს მოუტანს სარგებელს, რადგან რუსეთი განაგრძობს არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და ახორციელებს აგრესიას. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, პრიორიტეტი მიანიჭოს დემოკრატიის გაძლიერებას, კანონის უზენაესობას დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას და მედიის თავისუფლებას. ეს არის ნაბიჯები თქვენი ევროატლანტიკური მომავლისკენ და ეს ნაბიჯები აძლიერებს თქვენს მდგრადობას კრემლის დესტაბილიზაციის მცდელობების წინააღმდეგ.



ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ჩვენ ერთად მივაღწიეთ პროგრესს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიკაციაში და ძლიერი თავდაცვისა და უსაფრთხოების პარტნიორობის ჩამოყალიბებაში. საქართველო არის უფრო ძლიერი, უფრო დამოუკიდებელი და უფრო განვითარებული. თუმცა ყველამ ვიცით, რომ ბევრი სამუშაო რჩება. შეერთებული შტატები მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს ხალხის მისწრაფებებს დემოკრატიული და განვითარებული მომავლისკენ. ამიტომაც იმყოფებოდა სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე ცოტა ხნის წინ თბილისში და ამიტომაც მოუთმენლად ველი საქართველოში ვიზიტს“, - განაცხადა კარენ დონფრიდიმ.



imedinews.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up