კარლ ჰარცელი: ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა. ევროკავშირი მზად არის მხარდაჭერისთვის

კარლ ჰარცელი: ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა. ევროკავშირი მზად არის მხარდაჭერისთვის

access_time2022-04-11 21:55:41

„ახლა ბურთი გახლავთ საქართველოს მოედანზე, დიდი და რთული სამუშაო იწყება“ - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

კარლ ჰარცელის თქმით, ახლა არის მომენტი როცა ყველა პოლიტიკური მხარე უნდა გაერთიანდეს, რათა გააკეთონ ყველაფერი, რაც საჭიროა რეფორმებისთვის და პროცესების დაჩქარებისთვის.

 

„ფაქტი, რომ დღეს ლუქსემბურგში კომისარმა ვარჰეიმ გადასცა კითხვარი საქართველოს, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც წინ წასწევს ევროინტეგრაციის პროცესის საწყისს. ეს კითხვარი შეიცავს საკმაოდ ბევრ, დეტალურად გაწერილ შეკითხვას საქართველოს მთავრობისადმი. შეკითხვების მიზანია, დაეხმაროს ევროკომისიას, რომ შეაფასოს საქართველოს მზაობა.

 


კომისიას დღევანდელი დღიდან ოთხი კვირა აქვს, რომ მიიღოს პასუხები ამ კითხვარზე. საკმაოდ პატარა დროა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ შემცირებულია კითხვების რაოდენობა წინა გაწევრიანებების შემთხვევებთან შედარებით, რათა ჩქარა წავიდეს ეს პროცესი.

 

პასუხების და შეფასებების მიხედვით ფორმალური მოსაზრებები უკვე წავა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ევროკავშირის საბჭოში, რომლებიც უკვე დაფიქრდებიან და გადაწყვეტენ შემდეგ ნაბიჯებს. ეს არის განსაკუთრებული დრო და კომისია ცდილობს უზრუნველყოს განსაკუთრებულად სწრაფად მოხდეს ეს პროცესი. ევროკავშირი ადრე არასდროს არ ყოფილა გაწევრიანების დროს ასეთ ძალიან სწრაფ გზაზე, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური პროცესი გახლავთ როგორც ევროკავშირისთვის ასევე განმცხადებელი ქვეყნისთვის. ჩვენ ამ წუთას ვხედავთ ყველაზე სწრაფ პროცესს, რაც კი ევროკავშირს საერთოდ შეუძლია განახორციელოს. ჩვენ შეგვიძლია ისტორიულ მომენტს გავუსვათ ხაზი, ეს არის ისტორიული მომენტი, მაგრამ ამავე დროს ძალიან ბევრი გამოწვევაა. მნიშვნელოვანია რომ ეს პერსპექტივები იყოს გამოყენებული და გადალახული იყოს გამოწვევები, რაც არსებობს. ეს არის ისეთი მომენტი ყველა პოლიტიკური მხარისთვის, როცა უნდა გააკეთონ მაქსიმუმი და იყოს ერთობა ამ მიზანთან მიმართებაში და გააკეთონ ყველაფერი, რაც საჭიროა რეფორმებისთვის, საქართველოს როლის გააქტიურებისთვის მსოფლიოში, ევროპაში. ასეთი დიდი რაოდენობაა ემხრობა ევროპულ მისწრაფებას, ასე რომ ახლა ბურთი გახლავთ საქართველოს მოედანზე, დიდი და რთული სამუშაო იწყება“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა პრესკონფერენციაზე.

 

წყარო:ipn

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up