დღეს ჩვენ აღვნიშნავთ მე-7 წელს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისა, რომელიც ჩვენი ახლო ურთიერთობის საიმედო დასაყრდენია, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებაშია ნათქვამი ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მე-7 წლისთავთან დაკავშირებით.
როგორც ევროკავშირის ელჩი აცხადებს, შეთანხმება წარმოადგენს პოტენციალის გამოვლენის გასაღებს, რომლის მიზანიც ერთად გვაქვს დასახული.
“მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნიკური დოკუმენტია, ის ასახავს ჩვენს საერთო ღირებულებებსა და მიზნებს. იგი წარმოადგენს პოტენციალის გამოვლენის გასაღებს, რომლის მიზანიც ერთად გვაქვს დასახული.
გილოცავთ იუბილეს როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირს! იმედი მაქვს, რომ გავაგრძელებთ ერთობლივ ძალისხმევას ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის და მომავალ წლებში კიდევ უფრო დაახლოებისათვის", - აცხადებს კარლ ჰარცელი.
ipn.ge