მოსკოვმა უკრაინაში და საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიები შესაძლოა სამოკავშირეო ხელშეკრულებაში გააწევრიანოს

მოსკოვმა უკრაინაში და საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიები შესაძლოა სამოკავშირეო ხელშეკრულებაში გააწევრიანოს

access_time2022-01-27 14:00:34

მსოფლიოს ყურადღება ბოლო ორი თვეა უკრაინისკენაა მიპყრობილი. რუსეთი უკრაინის საზღვრებთან არმიის პირად შემადგენლობის, ჯავშანტექნიკის, არტილერიისა და სხვა შეტევითი სამხედრო დანიშნულების იარაღის რაოდენობას ყოველდღიურად ზრდის, ნატოს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში არმიღებას ულტიმატუმის ენით სთხოვს, ამავე დროს აცხადებს რომ ომს არ აპირებს. რა მოხდება რეალურად, ზუსტად არავინ იცის, ერთ-ერთი სცენარის თანახმად, კრემლი უკრაინაში საოკუპაციო არეალს გააფართოვებს და შემდეგ აფხაზეთის მსგავსად მათ ე.წ. დამოუკიდებლობას ცნობს. შემდეგი ნაბიჯი უკვე ანექსია ან ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულება შეიძლება იყოს.

 

თავსმოხვეული სამოკავშირეო ხელშეკრულების შესაძლებლობას რუსეთში კარნეგის ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ტრენინიც განიხილავს. მისი თქმით. მოსკოვის ნაბიჯები ვაშინგტონის ქმედებებზე იქნება დამოკიდებული, თუმცა რაც არ უნდა ძვირი დაუჯდეს რუსეთს უკრაინაში შეჭრა, ნებისმიერ შემთხვევაში თავად უკრაინა და ასევე დასავლეთი, განსაკუთრებით ავღანეთში თალიბანის დაბრუნების ფონზე, რეპუტაციულად უფრო მეტად დაზარალდება.

 

Kommersant.ru-ს ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას მოიმოქმედებს დასავლეთი პუტინის ულტიმატუმის საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც ნატომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების პერსპექტივა ოფიციალურად უნდა გამორიცხოს, ტრენინი პასუხობს, რომ სავარაუდოდ ვაშინგტონი მსგავსი მასშტაბის დათმობაზე არ წავა.

 

დიმიტრი ტრენინი ინტერვიუში ჟირინოვსკის ტონალობაში აცხადებს, რომ პირველად გერმანიის გაერთიანების შემდეგ, დასავლეთი ევროპის უსაფრთხოების საკითხების განხილვაში მოლაპარაკების მაგიდასთან რუსეთს დაუჯდა და მეტიც მან თავად მოითხოვა დიალოგი, რომელზეც ცოტა ხნით ადრე კატეგორიულ უარს აცხადებდა. მისი თქმით, პირველად XXI საუკუნეში კონტინენტის უსაფრთხოება ერთის ნაცვლად ორ საყრდენს ეფუძნება.

 

ტრენინის შეფასებით, მინსკის შეთანხმება რუსეთის დიპლომატიური გამარჯვება იყო, რომელიც თავის მხრივ მისსავე სამხედრო წარმატებას ეფუძნებოდა და თუ კიევს სურს, რომ დონბასზე კონტროლი აღიდგინოს, მაშინ ეს შეთანხმება უნდა დაიცვას.

 

კარნეგის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, აღიარება და შემდეგ ამ ე.წ. სახელმწიფოების ბელარუსთან ერთად სამოკავშირეო ხელშეკრულებაში გაერთიანება შეიძლება ერთგვარ უკიდურეს, მაგრამ მაინც დასაშვებ ნაბიჯად იქნას განხილული და მსგავსი ტიპის გაერთიანებაში დონეცკთან ერთად შესაძლოა აფხაზეთიც და ცხინვალის რეგიონიც იქნას ჩათრეული.

 


საკმაოდ ვრცელ ინტერვიუში ტრენინი უმეტეს დროს „რუსეთის უსაფრთხოებას“ უთმობს, სადაც თავად რუსეთის, ჩინეთის, ირანისა და აშშ-ის გარდა პრაქტიკულად უგულებელყოფილია სხვა ქვეყნების ინტერესები და სუვერენიტეტი.

 

კიევშიც, დანარჩენ ევროპაშიც და ვაშინგტონშიც მოვლენების განვითარების სამ შესაძლო სცენარს განიხილავენ: პირველის მიხედვით, არაფერი ხდება და მუქარა - მუქარად რჩება, მეორის თანახმად, მოსკოვი საოკუპაციო არეალს აფართოვებს და უკრაინის ტერიტორიაზე ორ ე.წ. რესპუბლიკას ქმნის, მესამის მიხედვით სამიზნე პირდაპირ კიევია, რომელზეც შტურმი სამი მხრიდან: ანექსირებული ყირიმიდან, თავად რუსეთიდან და ბელარუსიდან უნდა განხორციელდეს. იმის გათვალისწინებით, რომ მესამე სცენარი სამხედრო უპირატესობასთან ერთად კოლოსალურ ფინანსურ რესურსსაც მოითხოვს, ყველაზე საშიშად ისევ მეორე შესაძლებლობა რჩება.

 

1994 წელს უკრაინამ ტერიტორიული მთლიანობის გარანტიის სანაცვლოდ ბირთვული შეიარაღება დათმო. გარანტიას ერთდროულად სამი სახელმწიფო: რუსეთი, ბრიტანეთი და შეერთებული შტატები იძლეოდა, 20 წლის შემდეგ სამიდან ერთი თავად აღმოჩნდა აგრესორი, ვალდებულება ვერც დანარჩენმა ორმა შეასრულა.

 

2014 წელს რუსეთმა ყირიმი თოფის გავარდნის გარეშე მიიერთეს. მართალია ნახევარკუნძულზე მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ეთნიკურად რუსია, მაგრამ ყირიმი სულაც არ არის ძირძველი რუსული მიწა, როგორც მას კრემლის პროპაგანდისტები წარმოაჩენენ. ნახევარკუნძული, რომელზეც ყირიმის სახანო მდებარეობდა რუსეთმა 1783 წელს დაიპყრო.

 

ყირიმისგან განსხვავებით რუსეთი დონეცკსა და ლუგანსკში წინააღმდეგობას გადააწყდა. სისხლიან კონფლიქტს 13 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა.

 

ყირიმის ფართობი 27 ათასი კვადრატული კილომეტრია, დონბასის ოლქის - 26.5 ათასი კვადრატული კილომეტრი, საიდანაც რუსეთი 8.9 ათას კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს. ფართობით 26.7 ათას კვადრატულ კილომეტრიანი ლუგანსკის ოლქიდან კი რუსეთს 8.4 ათასი კვადრატული კილომეტრი აქვს ოკუპირებული. 2022 წლის იანვრის მდგომარეობით რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე ჯამში 44.3 ათასი კვადრატული კილომეტრის ტერიტორია აქვს მიტაცებული, რაც ცალკე აღებული დანიის, ნიდერლანდების, შვეიცარიისა და ბელგიის ფართობებზე მეტია. გაწითლებული ტერიტორია ფართობით 2-ჯერ აღემატება ისრაელის და 4-ჯერ ყატარის ფართობს.



 

რუკაზე წითელთან ერთად ყვითელი ზონებიცაა, დონბასისა და ლუგანსკის ოლქების არაოკუპირებული ნაწილები, დაახლოებით ისე როგორც ზემო აფხაზეთი (კოდორის ხეობა) ახალგორი და დიდი ლიახვის ხეობის სოფლები იყო 2008 წლის აგვისტომდე.

 

რუსეთის მიერ უკრაინისთვის წართმეულ ტერიტორიებზე ჯამში 6.2 მლნ ადამიანი ცხოვრობს - უფრო მეტი ვიდრე ბალტიის სამივე რესპუბლიკაში ერთად. თუ კრემლმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებო ბოლომდე დაიპყრო, მაშინ ანექსირებული და ოკუპირებული ტერიტორიების ფართობის სიდიდე 80 ათას კვადრატულ კილომეტრამდე იზრდება, რაც აღემატება როგორც ცალკე აღებული საქართველოს ასევე ჩეხეთისა და ირლანდიის ტერიტორიებს. დაპყრობილ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა კი 8.6 მლნ-ს მიაღწევს რაც თავის მხრივ ცალკე აღებულ ბულგარეთის, ფინეთისა და დანიის მოსახლეობას აღემატება.


გიორგი ელიზბარაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up