სამხრეთ კავკასიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მრჩეველი ლუის ბონო მომავალ კვირას საქართველოს ეწვევა.
„თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ პირველი ვიზიტით ლუის ბონო მომავალ კვირას მიემგზავრება რეგიონში. ის შეხვდება მაღალჩინოსნებს, რათა მხარი დაუჭიროს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესს და ჩვენი მდგრადი ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გამოხატოს“, – თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა.
ბონო ჯერ ბაქოში, შემდეგ ერევანში და ბოლოს თბილისში ჩავა.