კახა ენუქიძე -  რეგიონების განვითარება „ქართული ოცნების

კახა ენუქიძე - რეგიონების განვითარება „ქართული ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტია, რაც წლების განმავლობაში საქმით დამტკიცდა

access_time2021-09-03 14:20:00

„რეგიონების განვითარება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრიორიტეტია, რაც წლების განმავლობაში საქმითაც დამტკიცდა. ჩვენ ვნახეთ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, განათლების, ჯანდაცვის, მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამები, რომლებიც ცალსახად დადებითად აისახა ჩვენს მუნიციპალიტეტზე. თუმცა, წინ ჯერ კიდევ არაერთი გამოწვევა გველის“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ ბაღდათის მერობის კანდიდატმა კახა ენუქიძემ წარდგენაზე.



მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას" გამოცხადებული ნდობისთვის.





„ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა ვიყო „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი იმ მუნიციპალიტეტში, სადაც დავიბადე, გავიზარდე და ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარე. მადლობა „ქართულ ოცნებას“, რომ მომცა შანსი, გამარჯვების შემთხვევაში ჩემს ბაღდათს და ბაღდათელებს ვემსახურო. ჩვენს მხარეს აქვს უდიდესი პოტენციალი სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებისთვის, იმისთვის, რომ კიდევ უფრო გალამაზდეს აქაურობა და ადგილობრივებს გაუჩნდეთ მეტი შემოსავალი. ამის მიღწევა კი მხოლოდ ხელისუფლებისა და საზოგადოების ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობით, ერთად დგომით არის შესაძლებელი. ბოლო ოთხი წელია ჩემს მშობლიურ მუნიციპალიტეტს ვემსახურები და კარგად ვიცი მისი საჭიროებები, ძლიერი და სუსტი მხარეები. ვიცი რა პრიორიტეტები უნდა დავისახო, რათა ბაღდათი კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდეს, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისა და ინვესტორებისთვის. თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში, თქვენი ჩართულობით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებულ სოციალურ-ეკონომიკური ფონი. გპირდებით, ყველა გამოწვევას ღირსეულად გავართმევთ თავს.



მინდა წარმოგიდგინოთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში: თეა გოგნაძე, გიორგი სახამბერიძე, ბიძინა ჯაბიძე, თორნიკე გაჩეჩილაძე, მურად ბურჯანაძე, გიორგი კოტორეიშვილი, დიომიდე კიკნაველიძე ზივზივაძე ზაზა, სოსო ჭოლოკავა“ - განაცხადა კახა ენუქიძემ.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up