კახა კალაძე 2022 წლიდან ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელებას გეგმავს

კახა კალაძე 2022 წლიდან ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელებას გეგმავს

access_time2021-09-09 21:40:00

თბილისის მერად ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში, კახა კალაძე მოსახლეობას ავარიული სახლების ჩანაცვლებას ჰპირდება. კონკრეტული პროგრამა დედაქალაქის მერობის კანდიდატმა თბილისის ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან ერთად ურბანული პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილი პროგრამების ფარგლებში წარადგინა.


როგორც ირაკლი ხმალაძემ განმარტა, ამჟამად დედაქალაქში 10 000-მდე ავარიული შენობა აღირიცხება, რომელშიც დარღვეულია უსაფრთხოების სტანდარტები, დამახინჯებული აქვს იერსახე და მისი ღირებულება დაბალია.


„ამ პრობლემის გადასაწყვეტად მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, რომელიც მრავალწლიანია, ითვალისწინებს ავარიული სახლების დემონტაჟს და მათ ნაცვლად საცხოვრებელი სახლების მშენებლობას, რომლებსაც იმავე მესაკუთრეებს გადავცემთ. ჩანაცვლების პროგრამას უშუალოდ მუნიციპალიტეტი განახორციელებს, სადაც არ იარსებებს კომერცია და მოგების კომპონენტი. ჩვენ ახალ შენობებს იმავე კონტურზე განვათავსებთ, რაზეც განთავსებული იყო ახალი შენობები, გავუფრთხილდებით ურბანულ სივრცეებს და არ მოხდება სიმაღლეების არაგონივრული მატება. საშუალოდ, ხუთსართულიანი შენობები შეიცვლება რვასართულიანი სახლებით და მოვახერხებთ, ჩვენს მოსახლეობას შევუქმნათ ჯანსაღი და კომფორტული საცხოვრებელი გარემო“, - აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა.


მისივე თქმით, პროგრამა 2022 წლიდან დაიწყება და ყოველწლიურად თბილისის ბიუჯეტში სოლიდური დაფინანსებით იქნება წარმოდგენილი.


„აღნიშნული პროგრამა ჩაანაცვლებს ავარიული სახლების გამაგრების პროგრამას, რაც იმას ნიშნავს, რომ ავარიულ სახლებს მუნიციპალიტეტი დაშლის და მათ ნაცვლად ახალ შენობებს ააშენებს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.


ამასთან, როგორც თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განმარტა, ყოველწლიურად, ათეულობით მილიონი ლარი იხარჯება ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრებაზე.



„ეს ძალიან დიდი ტვირთია ბიუჯეტისთვის და ყოველწლიურად მზარდია. სამწუხაროდ, ავარიული შენობა-ნაგებობები 3-4 წლის შემდეგ ისევ ავარიული ხდება, სხვა კატეგორიაში გადადის და ეს არის ტყუილად დახარჯული თანხა. ამ პრობლემის მოგვარებას, რა თქმა უნდა, ოთხი წელი არ ეყოფა, გარკვეული წლები დაჭირდება, თუმცა, მთავარია, რომ იარსებებს პროგრამა. ხვალ-ზეგ კახა კალაძე იქნება, ჩვენი გუნდი იქნება თუ არა, ყველას ექნება ეს ძალიან მაგარი პროგრამა, რომლითაც შესაძლებელია ჩვენი ქალაქის სრული განახლება, ისე, რომ ურბანული იერსახე არ იყოს დარღვეული და ეს გადამეტებული სართულები, რაც გარკვეულწილად პრობლემას წარმოადგენს, თავიდან ავირიდოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.


ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დემონტაჟის და მშენებლობის პერიოდში მოსახლეობას საცხოვრებელი ადგილით თბილისის მერია უზრუნველყოფს.


„მათთვის ბინების დასაქირავებლად თანხა გამოიყოფა, ხოლო ახლად აშენებულ შენობებში მათ გარემონტებული ფართები ჩაბარდებათ. თითოეული პროექტი ითვალისწინებს ავტოფარეხების სრულად აღებას და მათ ნაცვლად რეკრეაციული სივრცეების და სკვერების მოწყობას. ამ ყველაფრით ჩვენ შევძლებთ მოსახლეობას და განსაკუთრებით, პატარებს დავუბრუნოთ წლების წინ წართმეული დასასვენებელი სივრცეები“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.


მისივე თქმით, ახალი შენობების არქიტექტურას თბილისის მერიის მიერ დაქირავებული არქიტექტორების ჯგუფი შეიმუშავებს.


„ის იქნება გარემოს შესაბამისი და მორგებული კონკრეტული უბნის ვიზუალზე და სპეციფიკაზე. ამ პროგრამის მიზანი ნამდვილად გახლავთ უბნების, ეზოების და რაც მთავარია, ქალაქის გალამაზება. პროგრამა არ არის განკუთვნილი დეველოპერული კომპანიებისთვის. ამ პროგრამას ტენდერის საფუძველზე შერჩეული სამშენებლო კომპანიები განახორციელებენ, რაც გვაძლევს საშუალებას, თითოეული პროექტი მინიმალური დანახარჯებით, კერძოდ, ოპტიმალური ბიუჯეტით განვახორციელოთ. მესაკუთრეებთან წერილობითი შეთანხმების შემდეგ, მუნიციპალიტეტი გამოაცხადებს ტენდერს და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მეშვეობით, დემონტაჟს და სამშენებლო სამუშაოებს პრაქტიკულად, თვითღირებულებით განახორციელებს. სამუშაოების ღირებულებას ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად გადავიხდით, ხოლო დარღვევის ან ჩამორჩენის შემთხვევაში კომპანია მყისიერად ჩანაცვლდება და ამით ჩვენ შევძლებთ თავიდან ავირიდოთ დაგვიანება ან გართულებები“, - განმარტა ირაკლი ხმალაძემ.


მისივე თქმით, თითოეული პროექტის დასრულების გარანტორი იქნება მუნიციპალიტეტი, ხოლო კომპანიას სამუშაოების ღირებულება აუნაზღაურდება ახალი პროექტით გათვალისწინებული ნამეტი ფართით და ტენდერის საფუძველზე დადგენილი მუნიციპალური დაფინანსებით.


„ამ ყველაფრის შედეგად, ქალაქი და ჩვენი მოსახლეობა მიიღებს ავარიული შენობების ნაცვლად, სრულებით ახალ საცხოვრებელ სახლებს, სადაც კომფორტი და უსაფრთხოება უმაღლეს დონეზე იქნება. შენობები ენერგოეფექტური იქნება, რაც მოსახლეობას მნიშვნელოვნად დაუზოგავს კომუნალურ დანახარჯებს. გაჯანსაღდება საცხოვრებელი გარემო და რაც ყველაზე მთავარია, საბჭოთა არქიტექტურა ეტაპობრივად თანამედროვე ქართული არქიტექტურით ჩანაცვლდება“, - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.


ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up