კახა კალაძე: არ დავუშვათ ქალაქის იერსახის დამახინჯება

კახა კალაძე: არ დავუშვათ ქალაქის იერსახის დამახინჯება

access_time2021-07-28 12:50:00

თბილისს მერის, კახი კალაძის განცხადებით, მოახლოებულ არჩევნებთან ერთად, საზოგადოებაში აგრესიისა და ძალადობის ფაქტები გახშირდა. მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მან, ასევე, დედაქალაქის იერსახის დამახინჯების შემთხვევებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ნებისმიერ ასეთ ფაქტს მერიის მხრიდან მწვავე რეაგირება მოჰყვება.


„დეზინფორმაციას ყოველთვის დავუპირისპირებთ სიმართლეს, კონკრეტულ საქმეებს, კონკრეტულ ფაქტებს, ახალ პროექტებს და განვითარების პერსპექტივას. ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება, თუმცა დედაქალაქის იერსახის დამახინჯება კანონდარღვევაა და იგი დასჯადი ქმედებაა. თბილისის ქუჩები და მისი შენობება-ნაგებობები ქმნიან ამ ქალაქის სახეს, მის იმიჯს. ეს არის ის საკითხი, რომელსაც ჩვენ 2012 წელს, ყველამ ერთად მივაღწიეთ, მაგრამ დაუშვებელია, კანონისა და წესების სრული უგულებელყოფით, ქუჩებსა და შენობებზე გამოვაკრათ, რაც მოგვესურვება - შევღებოთ, საღებავი შევასხათ ან წარწერები გავაკეთოთ. ყველა ასეთ ფაქტზე თბილისის მერიას ჰქონდა, აქვს და მომავალშიც ექნება რეაგირება, რათა არ დავუშვათ ქალაქის იერსახის დამახინჯება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.


მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში, მერიის უწყებისა და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციის მცდელობა იყო.



„არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ რომელ პოლიტიკურ პარტიას განეკუთვნება, ან ვის როგორი პოლიტიკური გემოვნება აქვს. ჩვენ ყველა ასეთ შემთხვევაში გვქონდა, გვაქვს და მომავალშიც გვექნება რეაგირება, რადგან ეს ქალაქი ყველასია. ამიტომ, ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ყველა კანონდამრღვევი დაჯარიმდება. ჩემთვის პირადად, ასევე, სამწუხაროა ისიც, რომ ბოლო ფაქტის გამო, მიზანმიმართულად იყო მცდელობა მერიის უწყების, მისი თანამშრომლების დისკრედიტაციის. ასევე, იყო მცდელობა ამ პლაკატების უშუალოდ ჩემს საარჩევნო კამპანიაზე პროექციის. მე და ჩემს გუნდს არ გვჩვევია ამ მეთოდებით ბრძოლა. განსაკუთრებით მაშინ, როცა თბილისის მოსახლეობამ მე და ჩემს გუნდს ნდობა გამოგვიცხადა ქალაქის განვითარებისთვის. ეს არის ყველაზე დიდი კაპიტალი, რაც კი გაგვაჩნია. ეს არის ჩვენი პიარიც და ჩვენი იარაღი ოპონენტებთან ურთიერთობისას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.


თბილისის მერის თქმით, მოახლოვებულ არჩევნებთან ერთად, იმატებს ცილისწამება და შეურაცხყოფა, რაც ძალიან საგანგაშოა. მან ასევე მოუწოდა მერიის თანამშრომლებს, ასევე გულშემატკივრებსაც, არავითარ შემთხვევაში ამ აგრესიას და ძალადობას აგრესიით და ძალადობით არ უპასუხონ.


,,ვაჯობოთ სიძულვილს, გავაგრძელოთ საქმის კეთება სიყვარულით, როგორც ეკადრება ამ ქალაქს, ჩვენს ქვეყანას და როგორც გვჩვევია ჩვენ. რაც შეეხება დეზინფორმაციას, მას ყოველთვის დავუპირისპირებთ სიმართლეს, კონკრეტულ საქმეებს, კონკრეტულ ფაქტებს, ახალ პროექტებს და განვითარების პერსპექტივას. დავუპირისპირებთ პროფესიონალიზმს და ქალაქის, მოქალაქეებისადმი პატივისცემას და სიყვარულს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up