კახა კალაძე: ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად მოიტანა

კახა კალაძე: ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად მოიტანა

access_time2020-08-18 21:04:15

„პირველი ევროპელების სამშობლო სწორედ დმანისია, დღეს კი, ჩვენი ხელისუფლებისა და ხალხის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ერთიანი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობაა. ეს ნიშნავს, რომ საქართველო იქნება ერთიანი, ეკონომიკურად ძლიერი და უსაფრთხო ქვეყანა, სადაც ხალხს ღირსეული ცხოვრების პირობები ექნება როგორ ქალაქში, ასევე სოფლად“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დმანისში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის წარდგენისას განაცხადა.

 

„პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ თქვენთან ერთად, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად მოიტანა. ჩვენ გვჭირდება ძლიერი და განვითარებული ეკონომიკა, რასაც ჩვენმა გუნდმა მყარი საფუძველი ჩაუყარა და განვითარების სწორ რელსებზე დააყენა ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გვჭირდება განათლებული და კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალა, რისთვისაც „ქართულმა ოცნებამ“ ბიუჯეტის მეოთხედი გამოყო“ - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში ვითარება უკეთესობისკენ მკვეთრად შეცვალა.


 

„ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც მუდმივად უსმენს ხალხს, ზრუნავს მათზე და ქვეყნის წინაშე არსებულ გლობალურ თუ ლოკალურ გამოწვევებს ეფექტურად პასუხობს და უმკლავდება. დარწმუნებული ვარ, ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნებით გამორჩეული მუნიციპალიტეტის მოქალაქეები სწორ არჩევანს გააკეთებენ. ყველა დმანისელი, დამოუკიდებლად მათი ეთნიკური, რელიგიური, თუ სხვა ტიპის განსხვავებებისა ერთიანია იმაში, რომ ამ მშვენიერ მხარეს დიდი პოტენციალი აქვს, რომ ამ პოტენციალის რეალიზება ყველამ ერთიანი ძალისხმევით უნდა შევძლოთ“ - განაცხადა კახა კალაძემ.

 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up