კახა კალაძე დიღმის მასივის მოსახლეობას შეხვდა

კახა კალაძე დიღმის მასივის მოსახლეობას შეხვდა

access_time2021-09-09 14:20:00

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად, დიღმის მასივის მოსახლეობას შეხვდა.


შეხვედრები დიღმის მასივში მდებარე, ახლადმოწყობილ და რეაბილიტირებულ რეკრეაციულ სივრცეებში გაიმართა.


თბილისის მერობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა დედაქალაქში მწვანე სივრცეების მოწყობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.


„გვახსოვს წლები, როცა სპორტული მოედნების და რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე მშენებლობები მიმდინარეობდა. 2017 წელს, პირობა მივეცით თბილისელებს, რომ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებდით და ვაგრძელებთ ამ მიდგომას. არცერთი სკვერი, არცერთი სპორტული მოედანი არ განადგურება ჩემი მერობის პერიოდში. პირიქით, ვცდილობთ, დავიბრუნოთ გასხვისებული სივრცეები და სხვადასხვა პროექტები განვახორციელოთ რეკრეაციული სივრცეების და სპორტული მოედნების სახით. თითოეულ უბანში და რაიონში შევალთ, რომ რაც შეიძლება მეტი ასეთი სივრცე შევქმნათ. ხალხმა ნდობა გამოგვიცხადა და ჩვენ ვემსახურებით ხალხს. მზად ვართ ამ მსახურებისთვის, შრომისთვის და 24-საათიან რეჟიმში მუშაობისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.


მისივე თქმით, თბილისის მოსახლეობას დღეს წარუდგენს ქალაქის ურბანული განვითარების მიმართულებით თავის ხედვას და გეგმებს.



„საღამოს რვა საათზე მაქვს პრეზენტაცია და თბილისელებს მივაწვდი დეტალურ ინფორმაციას, თუ რა გაკეთდება ამ მიმართულებით, რა პროგრამები შემოგვაქვს, რა სიახლეები იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.


თბილისის მერობის კანდიდატმა შეხვედრებზე ხაზი გაუსვა პანდემიისგან თავდაცვისთვის ვაქცინაციის მნიშვნელობას და მოქალაქეებს ერთმანეთის გაფრთხილებისკენ მოუწოდა.


მოსახლეობას უბნის საჭიროებებზე ესაუბრა დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გივი ჩხარტიშვილი.


„ვიცი დიღმის მასივის მოსახლეობის განწყობა და ვგრძნობ იმ დამოკიდებულებას, რაც მომავალი წარმატების საწინდარია. დიღმის მასივი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი უბანია და ვიმუშავებ იმისთვის, რომ ეს მიმზიდველობა ამ უბანმა არა მარტო შეინარჩუნოს, არამედ კიდევ უფრო გალამაზდეს და განვითარდეს“, - აღნიშნა გივი ჩხარტიშვილმა.


შეხვედრას ესწრებოდნენ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი, ასევე, პარლამენტის წევრები.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up