კახა კალაძე - გპირდებით, თავს არ დავზოგავ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი პროექტი განვახორციელოთ

კახა კალაძე - გპირდებით, თავს არ დავზოგავ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი პროექტი განვახორციელოთ

access_time2021-09-10 15:00:00

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად, ჩუღურეთელებს შეხვდა. შეხვედრა ჯანსუღ კახიძის სახელობის სკვერში გაიმართა.

თბილისის მერობისა და ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს და რაიონში დაგეგმილ სამომავლო პროექტებზე ესაუბრნენ.

„ბოლო წლების განმავლობაში, მართლაც უამრავი პროექტი განხორციელდა - სკვერები, პარკები, ახალი ავტობუსები, საბავშვო ბაგა-ბაღები, რეკრეაციული სივრცეები, ტერიტორიების დაბრუნება, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ძველი თბილისის რეაბილიტაცია და ა.შ. ყველა ხედავს, ვისაც დანახვა უნდა, თუმცა, არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომელთაც უხარიათ, მაგრამ განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების გამო, არ საუბრობენ. გულში, რა თქმა უნდა, უხარიათ, იმიტომ, რომ ისინიც ამ ქალაქში ცხოვრობენ და როგორც ჩვენი მხარდამჭერები, ისინიც იყენებენ ამ ინფრასტრუქტურას, სარგებლობენ იმ საქმეებით, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ. ქალაქში, ცხადია, პრობლემები და გამოწვევები დღესაც არსებობს, თუმცა, ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელსაც ამ პრობლემების არ ეშინია. მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა შევამსუბუქოთ, მოვაგვაროთ, მასშტაბური პროექტები განვახორციელოთ. პრობლემები ყოველთვის იარსებებს, მაგრამ იმას ნამდვილად გპირდებით, რომ თავს არ დავზოგავ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი პროექტი განვახორციელოთ. არამხოლოდ კარგი, არამედ ყველაფერი საუკეთესო მინდა ამ ქალაქისთვის. ეს გაკეთებული საქმეებითაც ჩანს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დღესვე, წინასაარჩევნო შეხვედრა ჩიტაიას ქუჩა N19-ის მცხოვრებლებთანაც შედგა. აღნიშნულ მისამართზე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, 26 ოჯახი ცხოვრობს. თბილისის მერობისა და ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატებმა ადგილობრივებს შენობის რეაბილიტაციის პროექტი გააცნეს და რაიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„ჩუღურეთის რაიონის სიმდიდრე ძველი თბილისური ტიპის ეზოებია. 535 ასეთი ეზო გვაქვს, რომელიც თბილისის იერსახეა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს წარმოადგენს. ძალიან ბევრი მსგავსი ტიპის შენობა ჩვენი ძალებითაც აღვადგინეთ, თუმცა გვერდში თბილისის განვითარების ფონდი გვიდგას. ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სრულ რეაბილიტაციას და პირვანდელი სახის მინიჭებას უზარმაზარი თანხები სჭირდება, თუმცა გადაწყვეტილება მიღებულია და წელს, გარდამავალი პროექტით, სახლის სრულ რეაბილიტაციას ვიწყებთ. სამუშაოები მომავალი წლის პირველ კვარტალში სამუშაოები. რაც შესაძლებელი იყო, ჩვენი პროგრამებით, ყველაფერს ვაკეთებდით. ერთ მშვენიერ დღეს, განვახორციელებთ პროექტებს, რომლებიც ჩვენს ძირძველ, უნიკალურ სახლებს მისცემს იმის საშუალებას, რომ უფრო მეტად იყოს წარმოჩენილი და ადგილობრივმა მოსახლეობამ კომფორტულ გარემოში იცხოვროს“, - აღნიშნა ზურაბ ჩიკვილაძემ.


ჩიტაიას ქ. N19-ში მდებარე ისტორიული შენობის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დაიწყება. აღნიშნულ მისამართზე, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ მიმდინარე წელს წყალარინების სისტემა შეიცვალა, 2020 წელს კი სადარბაზოს რეაბილიტაცია განხორციელდა.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up