კახა კალაძე: „კოჯორში ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა იგეგმება და ამას საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ განახორციელებს“

კახა კალაძე: „კოჯორში ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა იგეგმება და ამას საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ განახორციელებს“

access_time2021-09-20 22:18:06

„ქართული-ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის პოლიტიკის პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციაზე დედაქალაქის მოქმედი მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ განაცხადა, რომ კახა კალაძის მერად არჩევის შემთხვევაში, მისი გუნდის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი განათლების მიღების ხელმისაწვდომობა იქნება.

„ჩვენთვის განათლებაში მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომობა. გვინდა, რომ ახალგაზრდებმა ფინანსური მდგომარეობის გამო, განათლების მიღებაზე უარი არ თქვან. დღეს დედაქალაქის მუნიციპალიტეტი 5 000-მდე სტუდენტს უმაღლეს განათლებას უფინანსებს. ჩვენ გავაფართოვებთ აღნიშნულ პროგრამას და ჩავრთავთ მრავალშვილიანი ოჯახების წევრებს, შშმ პირებს. შედეგად, ჯამში, მინიმუმ 6 000 სტუდენტი მიიღებს დაფინანსებას. გარდა ამისა, როგორც იცით, ათივე რაიონში გვაქვს მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრები და ჩვენ თითოეული მათგანის რეაბილიტაციას ვგეგმავთ. ეს იქნება ერთგვარი მოდერნიზაცია. აქ აქცენტი ციფრულ ტექნოლოგიებზე გაკეთდება. მოეწყობა ციფრული ჰაბები. ერთ-ერთი მათგანი დენდროლოგიურ პარკში განთავსდება - არქიტექტურის, დიზაინისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. ასევე, მინდა შევეხო ევროპის ახალგაზრდული ბარათის დანერგვას, რომლის მიზანია ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო და ადგილობრივ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის თქმით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლე იქნება კოჯორში ახალგაზრდული სოფლის შექმნა.


„ნამდვილად საჭირო მიმართულება იქნება დედაქალაქში თემატური ჰაბების შექმნა. ამასთან დაკავშირებით კოჯორში ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა იგეგმება და ამას საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ განახორციელებს. მადლობა მას თანადგომისთვის. აქ მოეწყობა სპორტული, შემეცნებითი სივრცეები. საერთაშორისო ბანაკებთან თანამშრომლობით, ეს იქნება ადგილი, სადაც ახალგარზდები შეძლებენ განტვირთვას. ამ პროექტზე დიდ იმედს ვამყარებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up