კახა კალაძე - მიხარია რომ თბილისში საპარკე კულტურა დამკვიდრდა

კახა კალაძე - მიხარია რომ თბილისში საპარკე კულტურა დამკვიდრდა

access_time2021-09-07 12:50:00

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას შეხვდა. წინასაარჩევნო შეხვედრა დედაქალაქის საკრებულოში რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზურაბ აბაშიძესთან ერთად, ვერის ბაღში გაიმართა.


თბილისის მერობისა და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე რაიონში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრეს და მათ სამომავლო გეგმები გააცნეს. ასევე, ადგილობრივებს ვერის ბაღის შემდგომი რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და პროექტში მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდეს.


„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველა მიმართულებით, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. მომდევნო ოთხი წელი კი იქნება კიდევ უფრო მეტი აღმშენებლობისა და განვითარების. მსიამოვნებს, როდესაც მოწესრიგებულ სკვერებსა და პარკებში ყველა ასაკის ადამიანს შეხვდებით. რა თქმა უნდა, ეს კულტურა შემოვიდა და ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ამ ყველაფერს ბიძგი ჩვენს მიერ გაკეთებულმა საქმეებმა, განახლებულმა სკვერებმა მისცა. ასეთი იქნება ვერის ბაღიც, როდესაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება. პროექტის განხორციელებაში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები გვეხმარებიან და სამუშაოებს ძალიან მალე დავიწყებთ. ზურაბ აბაშიძის მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საკრებულოში უნდა იყოს უმრავლესობით წარმოდგენილი, რათა შევძლოთ იმ დაპირებების შესრულება, რაზეც გესაუბრებით და რომლებიც პროექტების სახით გვაქვს წარმოდგენილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.


ადგილობრივებთან შეხვედრაზე ხაზი მთაწმინდის რაიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მნიშვნელობასა და მათი აღდგენა-რეაბილიტაციის საკითხზეც გამახვილდა. აღინიშნა, რომ მომდევნო წლებში, დედაქალაქში ისტორიული შენობების შენარჩუნებისა და რეკრეაციული სივრცეების აღდგენის მიზნით, არაერთი პროექტი განხორციელდება.



„მთაწმინდის რაიონი გამოირჩევა კულტურულ-ისტორიული დატვირთვით, ძეგლებით და განსაკუთრებით, ადამიანებით. ჩვენი ზრუნვის მთავარი საგანი სწორედ ეს არის და იქნება შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში. მე ოთხი წელი არ ვცხოვრობდი საქართველოში, ვემსახურებოდი სახელმწიფოს, ვიყავი ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში. ყოველ წელიწადს, როცა მიწევდა ჩამოსვლა, ვხედავდი, თუ როგორ მიდიოდა წინ დედაქალაქში არსებული ვითარება რეკრეაციული სივრცეების კუთხით. იმდენი რაღაც გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში კახა კალაძის დამსახურებით, რომ არა პანდემია, რა თქმა უნდა, უფრო მეტიც გაკეთდებოდა. დარწმუნებული ვარ, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, კახა კალაძე და მისი გუნდი განაგრძობს მუშაობას, რომ დაწყებული პროექტები ბოლომდე მივიდეს“, - აღნიშნა მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.


ვერის ბაღის რეაბილიტაციისთვის საკონსულტაციო-საპროექტო მომსახურების შესყიდვა აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ამ ეტაპზე, დაინტერესებულ კომპანიათა მიერ წარმოდგენილი წინადადებების განხილვა/შეფასება მიმდინარეობს.


მთაწმინდის რაიონში გამართულ შეხვედრებს კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up