კახა კალაძე - მზად ვართ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ

კახა კალაძე - მზად ვართ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ

access_time2021-09-07 13:30:00

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.

ამჯერად, კახა კალაძე საკრებულოში მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ ზურაბ აბაშიძესთან ერთად, სულხან საბას სახელობის სკვერში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

კახა კალაძემ მთაწმინდის მცხოვრებლებს დედაქალაქში განხორციელებულ სამუშაოებსა და სამომავლო პროექტებზე ესაუბრა.

„ოთხი წლის განმავლობაში, დედაქალაქში ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა - გამწვანების, ინფრასტრუქტურის, ძველი თბილისის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებით და ა. შ. მიუხედავად ამისა, ქალაქში არსებობს გამოწვევები და ჩვენ ვართ მზად, რომ მათ ღირსეულად ვუპასუხოთ. გუშინ საზოგადოებას ჩემი საარჩევნო პროგრამა წარვუდგინე, თბილისში არ დარჩება მიმართულება ყურადღების გარეშე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეხვედრაზე საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ ყურადღება რაიონში არსებულ პრობლემებსა და მისი გადაჭრის გზებზე გაამახვილა.

„ჩვენ ვიმყოფებით სულხან საბას სახელობის განახლებულ სკვერში. ეს ერთ-ერთი მაგალითია თბილისში განხორციელებული პროექტებისა. დედაქალაქში, ოთხი წლის განმავლობაში 900-ზე მეტი ქუჩა რეაბილიტირდა, განახლდა ძველი და გაჩნდა ახალი სარეკრეაციო სივრცეები. თუმცა, რჩება გამოწვევები. ჩვენს რაიონშიც არის მოსაგვარებელი პრობლემები, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მომდევნო წლებში ამ მიმართულებით მეტი ნაბიჯი გადაიდგმება. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, რომ განვაგრძოთ საქმის კეთება“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.


მოსახლეობასთან შეხვედრის ფარგლებში, კახა კალაძე და ზურაბ აბაშიძე მთაწმინდაზე, ე.წ. კადეტთა კორპუსის რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ.

თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის" მიხედვით, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ე.წ. კადეტთა კორპუსის რეაბილიტაციას ახორციელებს, რაც XIX საუკუნის მნიშვნელოვან არქიტექტურულ ობიექტს წარმოადგენს. პროექტი შენობის ძველი იერსახის შენარჩუნებით აღდგენას ითვალისწინებს. ასევე, გათვალისწინებულია ავარიული ნაწილის დემონტაჟი, არაავარიული ნაწილის კონსტრუქციული გამაგრება, ახალი შენობის მშენებლობა და ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.

რაც შეეხება სულხან საბას სახელობის სკვერს, მთაწმინდის ქ. N4-ში არსებულ რეკრეაციულ სივრცეს სრული რეაბილიტაცია გასულ წელს ჩაუტარდა და ევროპული სტანდარტების შესაბამისად განახლდა. სკვერი ისტორიული ადგილმდებარეობისაა და 1 800 კვ. მ ფართობს მოიცავს. ტერიტორიაზე სრულად შენარჩუნდა მწვანე საფარი და ახალი ნარგავებიც გაშენდა. სამუშაოების შედეგად, დეკორატიული შადრევანი განახლდა. განთავსდა საბავშვო ზონები, დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის ატრაქციონები და ტრენაჟორები. სრულიად შეიცვალა და მხატვრული ეფექტით განახლდა განათების სისტემა.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up