კახა კალაძე: შეუცდომელი არავინაა, თუმცა ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ამბობს და აკეთებს

კახა კალაძე: შეუცდომელი არავინაა, თუმცა ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ამბობს და აკეთებს

access_time2021-09-10 12:10:00

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ჩუღურეთის მოსახლეობას ხვდება. მერობის კანდიდატმა პირველი შეხვედრა რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად, ივერთუბნის დასახლებაში გამართა.


ადგილობრივებთან შეხვედრაზე თბილისის მერობისა და ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა დასახლებაში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, ივერთუბანში არსებული წყალარინების ქსელისა და საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემა ეტაპობრივად გადაიჭრება.


„გულდასაწყვეტია, როდესაც 2021 წელს გვიწევს ისეთ ელემენტარულ საკითხებზე საუბარი, როგორიცაა გზის მოწესრიგება, მიწისქვეშა კომუნიკაციები, წყლისა და წყალარინების სისტემები. სამწუხაროდ, ქალაქში ჯერ კიდევ არსებობს ისეთი უბნები და ქუჩები, სადაც ქსელები საერთოდ არ არსებობს. მათგან ერთ-ერთია ივერთუბნის დასახლება. გასულ წელს დაგპირდით, რომ ამ სამუშაოებს დავიწყებდით, თუმცა პანდემიის გამო, ბევრი პროექტის შეჩერება მოგვიწია. ეს პროექტები აუცილებლად განხორციელდება, რომელთაგან ერთ-ერთი ივერთუბნის დასახლებაში წყალარინების ქსელის მოწყობაა. სამუშაოებს მიმდინარე წელს დავიწყებთ. პირველ ეტაპზე, სატუმბი სადგური მოეწყობა, ხოლო მომავალ წელს, დაქსელვის სამუშაოებზე გადავალთ, რომელიც ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია. „ქართული ოცნება" საკრებულოში აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი უმრავლესობით, რათა კონკრეტული გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება შევძლოთ, რომ არ მოხდეს თემების გაჭიანურება. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ამბობს და აკეთებს. შეუცდომელი არავინაა, მაგრამ ჩვენ არ ვჩერდებით, ვიღებთ სწრაფ გადაწყვეტილებებს და ვაკეთებთ სწრაფად“, - განაცხადა კახა კალაძემ.


რაიონში არსებული პრობლემებისა და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალურად მაჟორიტარობის კანდიდატმა ისაუბრა. აღინიშნა, რომ წყალარინების სისტემის მოწესრიგების გარდა, ივერთუბნის დასახლებაში რეკრეაციული სივრცის არარსებობის პრობლემაც გადაიჭრება.



„წლების განმავლობაში, ყველანაირ პრობლემას, რომელიც ადამიანთან იყო დაკავშირებული, ვაწესრიგებთ, თუმცა რაიონში ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები. მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს წყალარინების ქსელი, რომელიც სრულად მოწესრიგდება. გარდა ამისა, ივერთუბნის დასახლებაში არსებული 5 000 კვადრატული მეტრის ტერიტორია მუნიციპალიტეტს გადმოეცა, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი მოეწყობა. ნოემბრის ბოლოსთვის პროექტზე მუშაობა დასრულდება, 15 დეკემბრიდან კი სატენდერო პროცედურების დაწყება შეგვეძლება. მომავალი წლის პირველ კვარტალში კი ძალიან კარგი სკვერი გვექნება, თანამედროვე განათების სისტემითა და ველობილიკით. ძალიან დიდი საქმე კეთდება, რადგან ივერთუბნელებს აქამდე სკვერი არ ჰქონიათ. ყოველ წელს, ჩუღურეთის რაიონში ხუთიდან შვიდამდე სკვერს ვაკეთებთ, მაგრამ გვინდოდა, რომ ივერთუბნელებს გამორჩეული სკვერი გქონოდათ“, - განაცხადა ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა.


ივერთუბნის დასახლებაში, თბილისის ზოოპარკის მიმდებარედ, 5 000 კვ.მ ტერიტორიაზე, მომავალ წელს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება ტრენაჟორები, ველობილიკი, საბავშვო ატრაქციონები და განათების ქსელი. აღნიშნული რეკრეაციული სივრცის პროექტზე, კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტები მუშაობენ.


რაც შეეხება წყალარინების ქსელს, უკვე გამოაცხადებულია ტენდერი, რომლის შემდეგაც, გარდამავალი პროექტით, სატუმბი სადგურის მშენებლობა დაიწყება.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up