კახა კალაძე - თბილისში იყო პრობლემები, რომელთა გადაჭრის არავის სჯეროდა, მაგრამ ჩვენ მათი მოგვარება შევძელით

კახა კალაძე - თბილისში იყო პრობლემები, რომელთა გადაჭრის არავის სჯეროდა, მაგრამ ჩვენ მათი მოგვარება შევძელით

access_time2021-09-27 15:30:00

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, კახა ლაბუჩიძესთან ერთად ისნის რაიონის მოსახლეობას შეხვდა და საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო.



კახა კალაძემ მოსახლეობის შეკითხვებსაც უპასუხა და დედაქალაქში არსებულ სხვადასხვა გამოწვევაზე ისაუბრა.



მისი თქმით, ბოლო ოთხი წლის მანძილზე თბილისში ისეთი პრობლემები მოგვარდა, რომლის გადაწყვეტის იმედი მოსახლეობას აღარ ჰქონდა.



„უამრავი პრობლემა იყო, ათი ათასობით ადამიანს ეგონა, რომ ეს პრობლემები არასდროს მოგვარდებოდა, თუმცა შევძელით მათი გადაჭრა. მათ შორისაა წლობით დაუკანონებელი ქონება. ასე მიიჩნევდნენ, მაგალითად, „ცენტრ პოინტის" პრობლემას. „სვეტის", „ოლიმპიური ვარსკვლავის" დაზარალებულებს ეგონათ რომ დარჩნენ საკუთრების გარეშე, მაგრამ ჩვენ შევძელით ამ მშენებლობების გაგრძელება. ათწლეულების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემები გადავჭერით. ჩვენ არ გვეშინია პრობლემების, რადგან ვიცით, როგორ ვუპასუხოთ მათ. ამ ყველაფერში კი თქვენი თანადგომა, თქვენი მხარდაჭერა არის განსაკუთრებული. ეს არის ძალიან დიდი სტიმული, ძალიან დიდი მოტივაცია ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის, როდესაც ვხედავთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სურვილი მხარი დაგვიჭირონ, რათა ქალაქში განხორციელდეს ბევრი საინტერესო პროექტი და ხვალინდელი თბილისი იყოს ბევრად უკეთესი, ვიდრე დღეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.




ამომრჩეველს მიმართა ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა ლაბუჩიძემ.



მისი თქმით, პანდემიის მიუხედავად, თბილისში ძალიან ბევრი, მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.



„დარწმუნებული ვარ, ჩვენ პირველივე ტურში დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ. დარჩა ბოლო კვირა და მაქვს თქვენი დიდი იმედი, რომ მხარს დაგვიჭერთ. თბილისი არასდროს ყოფილა ასეთი ლამაზი. ბატონი კახა კალაძე ამბობდა, რომ ოთხი წლიდან ორი წელი მთელი მსოფლიო და მათ შორის ჩვენც ვებრძოდით უხილავ მტერს და რომ არა ეს, უფრო მეტი გაკეთდებოდაო. თუმცა ჩემი აზრით, ამის მიუხედავად, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა თბილისის მთავრობის და მისი ხელმძღვანელის მიერ. დიდი მადლობა მას ამ ყველაფრისთვის“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.



ამომრჩეველთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი, საქართველოს პარლამენტის წევრი კახა კახიშვილი, თბილისის საკრებულოს წევრი ლევან დავითაშვილი.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up