კახა კალაძე: „ჩვენ ვართ ის მთავრობა, ვინც მიიღო გენერალური გეგმა და ამით ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვა ქალაქის ქაოტურ განაშენიანებას“

კახა კალაძე: „ჩვენ ვართ ის მთავრობა, ვინც მიიღო გენერალური გეგმა და ამით ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვა ქალაქის ქაოტურ განაშენიანებას“

access_time2021-09-09 20:46:07

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია ურბანული პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების გაცნობით დაიწყო.


როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მისი მერობის ოთხ წელში ურბანული განვითარების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის, დედაქალაქმა მიიღო მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა.


„რამდენიმე დღის წინ, მე მქონდა საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებების წარდგენა. დღეს კი, უფრო დეტალურ პრეზენტაციას წარმოგიდგენთ ურბანული მიმართულებით. ეს პოლიტიკა განსაზღვრავს ქალაქის განვითარების ვექტორს. ჩვენ გვახსოვს წლები, როდესაც ქალაქს არ ჰქონდა გენერალური განვითარების გეგმა და ქაოტური განაშენიანება ხდებოდა. ჩვენ ვართ ის მთავრობა, ვინც მიიღო გენერალური გეგმა და ამით ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვა ქალაქის ქაოტურ განაშენიანებას. ასევე, მნიშნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა იმ თვალსაზრისით, რომ ქალაქში აიკრძალა კოეფიციენტების მომატება, რაც მანამდე დიდი პრობლემას წარმოადგენდა კონკრეტული რაიონების, ქუჩებისა და უბნებისთვის.


დღეს, პრეზენტაციაზე იმყოფებიან გენ.გეგმაზე მომუშავე ჯგუფის წევრები და მათ მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა. გენგეგმა არის ცოცხალი დოკუმენტი, რომელიც ყოველდღიურად თუ ყოველწლიურად საჭიროებს გადახედვას“, - განაცხადა კახა კალაძემ.



მისივე თქმით, მომდევნო ოთხ წელში ურბანული პოლიტიკის თვალსაზრისით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელება.


„ურბანული პოლიტიკა შედგება რამდენიმე კომპონენტისგან. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ახალი პროგრამები, სიახლეები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩენი დედაქალაქისთვის. სამწუხაროდ, თბილისში გვაქვს 10 000-მდე ავარიული შენობა-ნაგებობა. ძალიან ხშირად ისმის შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა ვქნათ, რა ნაბიჯები გადავდგათ, რომ ეს პრობლემა მომდევნო წლებში მოგვარდეს.


დღეს წარმოგიდგენთ კონკრეტულ პროგრამებს, რომლის წესებსაც დავამტკიცებთ. შემდეგ კი, შევძლებთ ავარიული სახლების ჩანაცვლებას. ასევე, დაგეგმილი გვაქვს ინფრასტრუქტურული პროექტები. გარდა ამისა, ძველ თბილისში გვაქვს უამრავი კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობა, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. ამ მიმართულებით არაერთი კარგი პროექტი განვახორციელეთ და მუშაობას მომდევნო ოთხ წელშიც გავაგრძელებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.


ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up