კახა კალაძე - ვპირდები დედაქალაქის მოსახლეობას, რომ წლის ბოლომდე, ქალაქში არც ერთი ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს

კახა კალაძე - ვპირდები დედაქალაქის მოსახლეობას, რომ წლის ბოლომდე, ქალაქში არც ერთი ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს

access_time2021-09-13 12:00:00

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო.


როგორც მან პრეზენტაციაზე განაცხადა, მერად არჩევის შემთხვევაში, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება.


„რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩემი საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები, სადაც ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, სატრანსპორტო პოლიტიკაა, რომელიც ქალაქის სატრანსპორტო განვითარების სწორ ხედვებს განსაზღვრავს. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით და დავიწყეთ არსებული ავტობუსების განახლების პროცესი. გვინდა, რომ მოცდის პერიოდი შვიდ წუთამდე დავიყვანოთ. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დედაქალაქში დამატებით, 180 ერთეული, რვა მეტრიანი ავტობუსი შემოვიყვანოთ. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა მიკროავტობუსების ჩანაცვლება. ვპირდები დედაქალაქის მოსახლეობას, რომ წლის ბოლომდე, ქალაქში არც ერთი ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს. იქნება მხოლოდ და მხოლოდ განახლებული, ეკოლოგიურად სუფთა და ევროპული ტიპის მიკროავტობუსები, რომლებიც თბილისის მოსახლეობას მოემსახურებიან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.



მისივე განმარტებით, სატრანსპორტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებია: „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემა; 380 ახალი ავტობუსი; მიკროავტობუსების ჩანაცვლება; 10 ახალი სატრანზიტო დერეფანი; მეტროს ახალი ვაგონები; სამგზავრო აბონემენტი; საბაგირო; ველობილიკები; ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი.


„ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემა აუცილებლად მოსაწესრიგებელია, რომელიც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ქალაქში გადაადგილება ძალიან მარტივი იყოს; თბილისში იმოძრავებს 380 ახალი ავტობუსი, რომელთაგან 180 ერთეული რვა მეტრიანი იქნება, ხოლო მომავალ წელს ვაპირებთ, 200 ერთეული, 18-მეტრიანი ავტობუსი შევისყიდოთ; ქალაქში შეიქმნება ათი სატრანზიტო დერეფანი, რომლითაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეძლებს, ძალიან სწრაფ გადაადგილებას, ყოველგვარი შეფერხებების გარეშე; ასევე, მნიშვნელოვანია მეტროს ვაგონების განახლება-რეაბილიტაცია. ყველა ვაგონი, რომელიც რეაბილიტაციას ექვემდებარებოდა, განახლებულია. გამოცხადებული გვაქვს ტენდერი 40 ერთეული, ევროპული ტიპის ვაგონის შესყიდვაზე და მიმდინარე თვის ბოლოს, უკვე გამარჯვებული კომპანია გვეცოდინება; სამგზავრო აბონემენტის მიმართულებით მუშაობაც მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს ინტეგრირებული ტარიფი, რომლითაც საათნახევრის განმავლობაში, სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაჯდომის შესაძლებლობა არსებობს; ასევე, გვაქვს ორი კონკრეტული ხაზი, სადაც მომდევნო წლების განმავლობაში, შესაძლებელი იქნება საბაგირო ხაზების მოწყობა; ველობილიკების პროექტების განხორციელება, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება და დედაქალაქში 260 კილომეტრზე მეტი სიგრძის ველობილიკი გაჩნდება; ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპიც აუცილებლად განხორციელდება, რაც პირველ რიგში, ტაქსის მძღოლებისთვის იქნება მნიშვნელოვანი, რომ გარკვეული ბენეფიტები ჰქონდეთ და ასევე, იმ ადამიანებისთვის, ვინც ტაქსის სერვისით სარგებლობს“, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up