კახა კალაძე - ყოველთვის მზად ვარ, რჩევები და საინტერესო იდეები მივიღო

კახა კალაძე - ყოველთვის მზად ვარ, რჩევები და საინტერესო იდეები მივიღო

access_time2021-09-07 18:30:00

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისი გახსნა.

კახა კალაძემ საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციის ოფისში ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, მივიდნენ და ქალაქის განვითარებაზე იმსჯელონ. ასევე, დააფიქსირონ საკუთარი იდეები და ინიციატივები.

„ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. მიხარია, რომ გვექნება სივრცე, სადაც იქნება შესაძლებლობა, ქალაქთან დაკავშირებით, სხვადასხვა საინტერესო თემაზე, იდეაზე ვიმსჯელოთ. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ ახალგაზრდებთან ურთიერთობა, რომელიც 2017 წელს დაიწყო, გრძელდება და არ ყოფილა მხოლოდ არჩევნებიდან არჩევნებამდე. ერთად ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. მუნიციპალიტეტმა ახალგაზრდების ჩართულობით, უამრავი პროგრამა დააფინანსა, რაც ძალიან კარგია. ეს ურთიერთობა აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ და განვაგრძოთ. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდები, თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც გარკვეული გარდატეხა უნდა შეიტანოს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მომდევნო წლების განმავლობაში, ახალგაზრდების ჩართულობით, კიდევ არაერთი პროექტი განხორციელდება.

„ვიცით, რომ ქალაქში ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები და გამოწვევები. არავინ იფიქროს, რომ ყველაფრით კმაყოფილი ვართ, რაც გაკეთდა. ზუსტად ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც დეტალურად იცის ყველა პრობლემა რაიონების, ქუჩებისა და სადარბაზოების მიხედვით. ჩვენ ნამდვილად არ გვეშინია ამ პრობლემების. ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ, რომელიც არავის ეგონა, თუ ოდესმე გაკეთდებოდა. სირთულეებში ყოველთვის არის საუკეთესო გამოსავალი და ძალიან მიხარია, რომ შევძელით, ამ პროექტების განხორციელება. ჩემი იმედი გქონდეთ ყოველთვის. ძალიან ვგულშემატკივრობ ახალგაზრდებს და აბსოლუტურად ღია ვარ, მივიღო თქვენი მოსაზრებები ქალაქთან დაკავშირებით. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, მეც ვუშვებ შეცდომებს, მეც შევმცდარვარ ცხოვრებაში. ჩვენი სიძლიერე მიმღებლობაა. ამიტომ, ყოველთვის მივიღებ რჩევას, საინტერესო იდეებს, რომლის განხორციელებასაც მომდევნო წლების განმავლობაში ერთად შევძლებთ“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.


„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისის მნიშვნელობაზე ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ ისაუბრა.

„ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია, მოვიდეს ჩვენს ოფისში და წარმოადგინოს საკუთარი იდეა, ინიციატივა, პროექტი. ასევე, გვექნება თემატური პრეზენტაციები საარჩევნო პროგრამების შესახებ. ვისაუბრებთ ყველაფერზე, რაც თბილისს და თბილისელებს აწუხებს“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისის გახსნას კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი ამილახვარი დაესწრო.


ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up