კახა კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ძველი თბილისი იყოს ყველაზე ლამაზი და მოწესრიგებული თავისი შენობა-ნაგებობებით

კახა კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ძველი თბილისი იყოს ყველაზე ლამაზი და მოწესრიგებული თავისი შენობა-ნაგებობებით

access_time2021-10-26 23:00:11

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ  გუდიაშვილის რეაბილიტირებული მოედანი გახსნა. ღონისძიებაზე მან სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას.

 

„უბედნიერესი ადამიანი ვარ, როგორც ამ ქალაქის მერი, როგორც ამ ქალაქში მცხოვრები რიგითი მოქალაქე, რომ დღეს მაქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთი პროექტი - გუდიაშვილის განახლებული მოედანი ვაჩუქო თბილისელებს. დაახლოებით 30 შენობა-ნაგებობას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, აქედან 22 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. 200-მდე ოჯახს დაუბრუნდა განახლებული, რეაბილიტირებული, გარემონტებული საცხოვრებელი ფართები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და გპირდებით, რომ ეს მიდგომა და დამოკიდებულება ძველ თბილისთან მიმართებაში მომავალშიც გაგრძელდება. კულტურული მემკვიდრეობა ის საგანძურია, რომელიც ჩვენს შვილებს უნდა გადავცეთ. ეს არის ჩემი დამოკიდებულება ამ ქალაქის, თბილისელების მიმართ. ასეთი მინდა ამ ქალაქის აღმშენებლობა. გაძლევთ პირობას, რომ ჩემს გუნდთან ერთად მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მსგავს პროექტებს განვახორციელებთ და ბევრ ოჯახს გავახარებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 



 

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა როგორც გუდიაშვილის მოედნის შენარჩუნებაში, ასევე, რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებაში ჩართულ ყველა მოქალაქეს. 


 

„მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული. ძეგლების ორნამენტებს, თითოეულ კარსა და ფანჯარას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო. წინა ხელისუფლების დროს ეს მოედანი, შენობა-ნაგებობები საფრთხის ქვეშ იყო. საბედნიეროდ,  გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც იბრძოლეს ამ ყველაფრის შესანარჩუნებლად. მადლიერებას გამოვხატავ მათ მიმართ. ისინი შეიძლება სხვა პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენდნენ, მაგრამ მადლიერება არის მნიშვნელოვანი. ეს ადამიანები არიან: ალეკო ელისაშვილი, ცირა ელისაშვილი, თამარ ამაშუკელი, ნინო კორძახია, ანა მარგველაშვილი, თიკო სულაძე, სანდრო სარალიძე, მაგდა ცოცხალაშვილი, გოგა ქართველიშვილი, თეა გალდავა, სალომე ჯაში, ზაზა ბურჭულაძე, არ მინდა ვინმე გამომრჩეს, ყველას ძალიან დიდი მადლობამინდა გავიხსენო ზურაბ ოსმანოვი, რომელიც ამ ძეგლებზე მუშაობდა და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა თითოეულ ორნამენტს, რომ მაქსიმალურად შენარჩუნებულიყო ავთენტურობა. სამწუხაროდ ის კორონავირუსმა იმსხვერპლა. მადლობა მის ოჯახს და ვუსამძიმრებ მის ახლობლებს.



 

მადლობა თქვენ, რომ მაძლევთ ძალას, ვემსახურო თბილისს. ჩვენ მთელი ორი თვის მანძილზე ვსაუბრობდით მომავალზე და განვაგრძობთ საუბარს, როგორ წარმომიდგენია ამ ქალაქის განვითარება წინსვლა და აღმშენებლობა. ვერანაირი ქაოსი, დაპირისპირება, და ბოროტება ამას წინ ვერ აღუდგება. ჩვენ სიძულვილსა და ცილისწამებას, რაც მოდის კონკრეტული მედიასაშუალებებიდან, დავუპირისპირებთ ქალაქის მშენებლობას, საქმეს და კონკრეტულ პროექტებს. მე ვიქნები ყველას მერი, მათიც, ვისაც განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებები აქვს. ეს სჭირდება ჩემს ქვეყანასა და ქალაქს. 

 


დღეიდან ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ვისიამოვნოთ ამ მოედნით, თუმცა, ჩვენი სამუშაოები ამით არ შემოიფარგლება. განვაგრძობთ მიმდებარე ქუჩების განახლებას. უამრავი სახლია სარეაბილიტაციო და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ძველი თბილისი იყოს ყველაზე ლამაზი და მოწესრიგებული თავისი შენობა-ნაგებობებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

 


მოედნის და მიმდებარე შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი 2018 წლის გაზაფხულიდან, პროექტ  „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.


 

რეაბილიტაციის პროცესში, შენობების სარდაფების გაწმენდის დროს, აღმოჩენილია მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალა და არტეფაქტები. ისტორიული ნაშთების ნაწილი - ძველი ნაგებობები, სათავსოები და ჭურჭელი  შუა საუკუნეების პერიოდს მიეკუთვნება. აღმოჩენების მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამუშაოებში პირველი დღეებიდან ჩართული იყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ხელოვნებათმცოდნეები და არქეოლოგები. აღმოჩენების შენარჩუნების აუცილებლობის გამო, თბილისის განვითარების ფონდის მიერ განხორციელდა ცვლილებები საპროექტო დოკუმენტაციაში, რის შედეგადაც, აღდგენილი ისტორიული ძეგლები მაქსიმალურად საინტერესო და დათვალიერებადი გახდება მომავალში.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 100 მლნ ლარს შეადგენს. 

 

პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 200-მდე  ბინათმესაკუთრეს საგრძნობლად გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები, გაიზრდება უძრავი ქონების ღირებულება, ხოლო ქალაქის ისტორიული ნაწილის ქუჩები ტურისტულად აქტიური გახდება, რაც ეკონომიკის სტიმულირებისთვის მნიშვნელოვანია. 

 

გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე მოიცავს გუდიაშვილის მოედნისა და ბაღის გამწვანება-კეთილმოწყობის და გზის საფარის აღდგენის სამუშაოებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up