კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსის, გიორგი ამილახვარის განცხადება

კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსის, გიორგი ამილახვარის განცხადება

access_time2021-09-01 13:50:00

„მოგესალმებით, გვინდა გამოვეხმაუროთ გუშინ გამოქვეყნებულ სოციოლოგიურ კვლევებს, რომლის მიხედვითაც, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, კახა კალაძეს, როგორც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს მხარს უჭერს გამოკითხულთა 61.4% პროცენტი. წინა თვის ანალოგიურ კვლევასთან შედარებით, კახა კალაძის მხარდამჭერთა რაოდენობა 1,2% პროცენტით გაიზარდა. ჩვენი მოლოდინი გამართლდა, ჩვენ აქტიურად გადავედით საარჩევნო კამპანიაზე და შესაბამისად რეიტინგიც გაიზარდა. ყველა ლოგიკის მიხედვით, საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ეს რეიტინგი კიდევ უფრო გაიზრდება“ – განაცხადა კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსმა გიორგი ამილახვარმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.



„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, და ეს უკვე მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიის კვლევითაც დასტურდება, რომ კახა კალაძე არის პრაქტიკულად უალტერნატივო და უკონკურენტო კანდიდატი მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნებში. ასეთი მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ თბილისელებს.




ამავე კვლევით, ასევე ქვეყნის მასშტაბით, პარტია ქართულ ოცნებას მხარს უჭერს გამოკითხულთა 47.2% პროცენტი, რაც თავის მხრივ, ასევე, ადასტურებს, რომ კახა კალაძის გუნდი მყარი უმრავლესობით შევა თბილისის საკრებულოში. დღეს კახა კალაძე წარადგენს საკრებულოში თავისი გუნდის წევრებს, რაც ამ რეიტინგს კიდევ უფრო გაამყარებს.



კახა კალაძე და მისი შტაბი გადასულია აქტიურ საარჩევნო კამპანიაზე. მივდივართ ყველა უბანში, კოვიდ რეგულაციების დაცვით ვაცნობთ ჩვენს პროგრამას მოსახლეობას და ვესაუბრებით მათ საჭიროებებზე. ამის პარალელურად, ჩვენი ოპონენტებისგან ვხედავთ არა საარჩევნო პროგრამის გაცნობას მოსახლეობისთვის, არამედ იაფფასიან პროვოკაციებს თბილისის შტაბზე, რომელიც რამდენიმეჯერ განახორციელეს მათმა აქტივისტებმა საღებავების შესხმით.



ეს ყოველივე მიუთითებს, წინასწარ აღიარებულ მარცხს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ 2 ოქტომბერს ჩვენი დედაქალის ამომრჩევლების მხარდაჭერით კახა კალაძე პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს საკრებულოში მისი გუნდიც და შესაბამისად გაიმარჯვებს თბილისიც“ – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up