კახა კუჭავა: „ბოლნისი განსაკუთრებულად ლამაზდება ბოლო წლების განმავლობაში“

კახა კუჭავა: „ბოლნისი განსაკუთრებულად ლამაზდება ბოლო წლების განმავლობაში“

access_time2021-08-10 16:10:00

„ჩემთვის მართლაც დიდი პატივია, მოგმართავდეთ ისტორიული, ყველასთვის საყვარელი ადგილიდან - სულხან-საბას სახლ-მუზეუმიდან. აქ შეიქმნა ჩვენი ეროვნული სიმდიდრე, რომელსაც დღესაც ვიყენებთ და საუკუნეების შემდეგ მაგალითად რჩება. ტანძია ყოველთვის იყო განათლების, კულტურის და შრომისმოყვარეობის კერა. ბოლნისი ძალიან მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, თუმცა, აუცილებელია ყველა ბუნებრივი რესურსის გამოყენება არ მოხდეს გარემოს დაცვის ხარჯზე“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ, ბოლნისში, „ქართული ოცნების მერობის კანდიდატის დავით შერაზადიშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.


„აქ ვხედავ ჩემს მეგობარს, ჩემს კოლეგას, გოგი მეშველიანს, რომელთან ერთადაც, რამდენიმე წელი, გარემოს დაცვის კომიტეტში ვითანამშრომლეთ და შევეცადეთ, რომ ერთად მიგვეღწია იმ გარდატეხისთვის, რომელიც წლების განმავლობაში და ვიტყოდი, ათწლეულების განმავლობაში, იყო მოუგვარებელი.


ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას, შევქმენით პრეცედენტი, როდესაც კომპანიები, რომლებიც იყენებენ ბუნებრივ რესურსებს, ასევე დავავალდებულეთ, აწარმოონ თავისი საქმიანობა გარემოსდაცვით სტანდარტებთან უმაღლესი შესაბამისობის მიხედვით. ეს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ადგილობრივი მოსახლეობის დახმარება, რომლებიც პირველივე დღიდან, ჩვენთან ერთად, პარლამენტში, კომიტეტში, ღია სხდომებზე იყვნენ. თავიდან იყო კამათი, დებატები, თუმცა, ყველამ ძალიან კარგად დავინახეთ, რომ მიზანი გვქონდა ერთი - მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და დავიცვათ გარემო. ბოლოს გაჩნდა ნდობა ჩვენს შორის, ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ თანამშრომლობას და დარწმუნებული ვარ, ის, რაც აქ მოხდა და რასაც მომავალშიც გავაკეთებთ, იქნება სამაგალითო ყველა რეგიონისთვის, რადგან პირველ რიგში, უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს შვილებს, მომავალს, გარემოს, ჯანმრთელობას.



ბოლნისი განსაკუთრებულად ლამაზდება ბოლო წლების განმავლობაში. მახსოვს, პირველად როდესაც ვიყავი ბოლნისობაზე, ვიყავი განცვიფრებული, თუ რამდენად შეიცვალა ქალაქი, გარემო და ისტორიული ადგილები, შეიქმნა ბევრი საინტერესო კუთხე არა მხოლოდ ქალაქში, ქალაქგარეთაც, ბევრი საინტერესო ადგილი ტურისტებისთვის და ეს ნამდვილად დაეტყო ტურისტების რაოდენობასაც, როგორც შიდა ტურიზმის, ასევე, გარე ტურიზმის სახით. რაც ყველაზე მთავარია, უფრო და უფრო იმკვიდრებს ამ რეგიონში მოყვანილი ღვინო თავის ადგილს ქართულ მეღვინეობაში.


ღვინოზე რომ ვსაუბრობთ, არ შემიძლია, არ ვახსენო ჩვენი კანდიდატის ძალიან დიდი წვლილი ამ კუთხით, რომელმაც მეღვინეობის კუთხით, ნამდვილად, შეძლო თავისი სიტყვა ეთქვა, მიეღწია წარმატებისთვის. ზუსტად ეს წარმატებაა, რომელიც ჩვენ გვჭირდება ახალი მერის სახით, ძლიერი მაჟორიტარის სახით, ძლიერი საკრებულოს სახით, რომ ყველა ის მიზანი, ის გეგმა, რომელიც დასახული გვაქვს - ბოლომდე მივიყვანოთ.


კიდევ ერთხელ ვიტყვი და გავიმეორებ - აუცილებელია ახალგაზრდობის ჩართულობა ყველა ამ პროცესში და ეს რომ ასე იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ. აუცილებელია, ახალგაზრდებს გავუჩინოთ ყველა შესაძლებლობა, რომ საკუთარ რეგიონს, საკუთარ ქალაქს მოახმარონ ენერგია, იდეები და დარწმუნებული ვარ, რომ ამ კუთხითაც ბოლნისი ნამდვილად გამოიჩენს თავს, იმ გუნდით, რომელსაც ჩვენი ახალი კანდიდატი გაუძღვება, ხოლო კანდიდატის გამარჯვებაში არავის ეჭვი არ ეპარება. პირველივე ტურში ჩვენი კანდიდატი აუცილებლად გაიმარჯვებს, მოვიპოვებთ მყარ უმრავლესობას საკრებულოში. გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, გუნდი, რომელიც ყოველთვის ზრუნავდა და იზრუნებს რეგიონების განვითარებაზე“ – განაცხადა კახა კუჭავამ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up