კახა კუჭავა: ერთ-ერთი მთავარი პოტენციალი, რომელიც ჩემი აზრით გაჩნია ჭიათურას, არის ტურიზმი

კახა კუჭავა: ერთ-ერთი მთავარი პოტენციალი, რომელიც ჩემი აზრით გაჩნია ჭიათურას, არის ტურიზმი

access_time2021-09-02 16:20:00

„მივესალმები ჭიათურას! ჭიათურელებო მოგესალმებით. ეს ქალაქი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან გამორჩეული იყო იმ სამრეწველო დანიშნულებით, რომელიც მას დღესაც გააჩნია, მათ შორის, უცხოური ინვესტიციებით. იმ დროიდან აქ განსაკუთრებულად საინტერესო ახალი დარგები ვითარდებოდა. ჭიათურა იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იმ დროისთვის, ახალი მიდგომებით. ბევრმა არ იცის, რომ პირველი ჩოგბურთის კორტი სწორედ ჭიათურაში ააშენეს ევროპელებმა, ინგლისელებმა. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან ესაა ის, რითაც უნდა ვიამაყოთ“ ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ, „ქართული ოცნების“ ჭიათურის მერობის კანდიდატის გივი მოდებაძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.



„წლების განმავლობაში ჭიათურაში ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა. ინფრასტრუქტურული პროექტები, სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაცია, ახალი გზები, ნაპირსამაგრი სამუშაოები და ბევრი სხვა.



როდესაც ვსაუბრობთ სკოლებზე, აქვე აუცილებელია ვახსენოთ ის ნამდვილად ნიჭიერი თაობა, რომელიც აქ იზრდება. მახსოვს, რამოდენიმე წლის წინ სწორედ ჭიათურის ერთ-ერთი სკოლის გამარჯვებული იყო, ვინც მთელი საქართველოს მასშტაბით კონკურსში გაიმარჯვა გარემოს მიმართულებით და ერთი დღით მინისტრის სავარძელი მოირგო. იგი ჭიათურის სიამაყეა.



პირველ რიგში რასაც ჭიათურა საჭიროებს, არის უფრო მეტი ხელშეწყობა, რომელიც ნამდვილად იქნება.



როდესაც ჭიათურაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი პირველი, რაც გვახსენდება, არის ის წარმოება, სამთო-მოპოვებითი სამუშაოები, რომელიც აქ მიმდინარეობს და საქართველოს ეკონომიკაში ძალიან დიდ როლს თამაშობს.



მახსოვს, რამოდენიმე წლის წინ ჩამოვედი როგორც გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ისე, რომ არავისთვის მითქვამს და უბრალოდ გავეცანი მდგომარეობას, თუ რა ხდებოდა სოფლებში და იმ ადგილებში, სადაც ხდება მოპოვებითი სამუშაოები. არ იყო სახარბიელო მდგომარეობა, მაშინ ჩვენ გარკვეული ზომებიც მივიღეთ, თუმცა, ვთვლი, რომ თუ ჩვენ გვინდა მდგრადი განვითარება, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებთან ერთად, აუცილებელია გარემოს დაცვა იქნას პრიორიტეტად აყვანილი. დარწმუნებული ვარ, ამას თითოეული ჭიათურელი ელოდებით და აუცილებლად ესეც ახალი თვითმმართველობის პირობებში, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება გახდება.




ჩვენ გვჭირდება გასუფთავებული მდინარე „ყვირილა“, გაწმენდილი სანაპიროები, რეკულტივაცია, რომელიც აუცილებელია დიდი მასშტაბით დაიწყოს, რადგან ის მიტოვებული საბადოები და თუნდაც ახალი მოპოვებები, რომელიც მიმდინარეობს, მიმდინარეობდეს უმაღლესი სტანდარტით.



პირადად ჩემი ჩართულობით, ერთ-ერთ რეგიონში ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებები განვახორციელეთ, სადაც გვერდში დაგვიდგა კომპანია. მათ 50 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს სამი წლის განმავლობაში და შედეგიც დაიდო-ამას ველოდებით ჩვენ ჭიათურისგანაც.



გპირდებით, რომ პარლამენტი ნამდვილად იქნება ამ კუთხით ბოლომდე ჩართული, რომ გააკონტროლოს და ერთხელ და საბოლოოდ, გარემოს დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები ჭიათურაში აღმოიფხვრას რაც შეიძლება მოკლე ვადებში.



ვნახეთ ახალი საწარმო, კომპანიამ საკმაოდ დიდი ინვესტიცია განახორციელა, თუმცა, როგორც ვატყობთ, ეს ვერ შველის პრობლემის სრულად გადაჭრას. აუცილებელია ის ძველი საწარმოები ან მთლიანად გადაიარაღდეს ან დამატებით ახალი გაკეთდეს, რომ ის, რაც წარმოადგენს დაბინძურების წყაროს, ბოლომდე იქნას აღმოფხვრილი.



ასევე გავეცანი პრობლემებს, რომ ქვეკონტრაქტორებთანაც ყოფილა გარკვეული საკითხები და ესეც უნდა გავაკონტროლოთ. კონტრაქტორი, რაც არ უნდა პატარა იყოს ან მცირე ლიცენზიის მფლობელი ან გადაზიდვის კონტრაქტის მატარებელი, მაქსიმალურად უნდა იცავდეს ყველა იმ სტანდარტს, რომელიც ხვალინდელი დღეა, რომ გვქონდეს სუფთა და გამჭვირვალე სისტემა, თუ როგორ იმართება გარემოს დაცვითი საკითხები.



ამაში აუცილებელია თქვენი ჩართულობა. ის ახალგაზრდები, რომელიც მე ვახსენე, აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ თავიანთ ქალაქში და ჩაერთონ იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც ამ ქალაქის, ამ მუნიციპალიტეტის ხვალინდელ დღეს ეხება.



დარწმუნებული ვარ, ცენტრალური ხელისუფლებიდან იქნება სრული მხარდაჭერა. აუცილებელია ძლიერი თვითმმართველობა, რომელიც კიდევ უფრო საინტერესო პროექტებს შემოგთავაზებთ.



ერთ-ერთი მთავარი პოტენციალი, რომელიც ჩემი აზრით გაჩნია ჭიათურას, არის ტურიზმი.



უნიკალურია ამ ქალაქის განლაგება ამ კანიონში და ამ ხეობაში, რომლის ბადალი მსოფლიოში ალბათ რამდენიმე თუ შეგვიძლია მოვიყვანოთ-არ შეიძლება ეს პოტენციალი სრულად არ გამოვიყენოთ. ვიცი, რომ ბევრი ქართველი და უცხოელი ტურისტი ჩამოდის და თუ ჩვენ აქ შესაბამის ინფრასტრუქტურას და დამატებით შესაძლებლობებს შევქმნით, რომ მათ მიიღონ ყველა სერვისი, დარწმუნებული ვარ, კიდევ მეტი იქნება წარმატება არ მხოლოდ ამ რეგიონისთვის და ამ ქალაქისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის.



შემართებით, რომელიც არსებობს, იმ პრიორიტეტებით, რომელიც გაგვაჩნია როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან გეგმებში, ძლიერი მუნიციპალიტეტის არსებობით, დარწმუნებული ვარ, ოთხი წლის შემდეგ ჩვენ ვიამაყებთ შედეგებით“ – განაცხადა კახა კუჭავამ.


ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up