კახა კუჭავა: „გონიოს ულამაზესი ციხე სიმბოლურია - სიმბოლურია იმ მხრივ, რომ ჯერ კიდევ ათეულობით საუკუნის წინ ეს ადგილი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, დასაყრდენს წარმოადგენდა“

კახა კუჭავა: „გონიოს ულამაზესი ციხე სიმბოლურია - სიმბოლურია იმ მხრივ, რომ ჯერ კიდევ ათეულობით საუკუნის წინ ეს ადგილი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, დასაყრდენს წარმოადგენდა“

access_time2021-08-17 16:40:00

„ჩვენ ვიმყოფებით ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და ისტორიულ ადგილას არა მხოლოდ აჭარაში, არამედ მთლიანად საქართველოში. გონიოს ულამაზესი ციხე სიმბოლურია - სიმბოლურია იმ მხრივ, რომ ჯერ კიდევ ათეულობით საუკუნის წინ ეს ადგილი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, დასაყრდენს წარმოადგენდა. დღესაც ასეთებად ვრჩებით და არა მხოლოდ ამ რეგიონში“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ, „ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატის ზაზა დიასამიძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



„ეს არის ბრწყინვალე სიმბოლო იმისა, თუ რამდენად ძლიერი იყო ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა, მათი წარმომადგენლობა ჩვენს ქვეყანაში. ციხე დღესაც ძალიან ძლიერად დგას და ერთ-ერთ მთავარ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს.



როდესაც ვსაუბრობთ ამ რეგიონზე, პირველ რიგში, თვალს ხვდება მოგხვდება ულამაზესი ბუნებაა ზღვის პირას, მთები, გამწვანება, რომელიც ზამთარ-ზაფხულ წარმოადგენს ულამაზეს ადგილს და გამოირჩევა კიდეც ტურისტების უხვი რაოდენობით. ამ მხარეს კიდევ ძალიან ბევრი სიმდიდრე გააჩნია. პირველ რიგში ეს არის მოსახლეობა, მრავალეთნიკური, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები, რომლებიც მშვიდობიანად თანაცხოვრობენ, შრომობენ და ქმნიან სარგებელს თავიანთი ოჯახებისთვის და ქვეყნისთვის.



შეიქმნა სპეციალური სამეწარმეო ზონა, განხორციელდა არაერთი ინვესტიცია და გაცილებით მეტია დაგეგმილი.




გარემოზე ვსაუბრობდით და არ შეიძლება არ ვახსენოთ არაჩვეულებრივი ხეობები, ჩანჩქერები, სხვადასხვა ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომელიც ამ მუნიციპალიტეტს გააჩნია. აღვნიშნავ მაჭახელას ხეობას, რომელზეც მიდის მუშაობა იმისათვის, რომ ძალიან მალე დაცული ლანდშაფტის სტატუსი მიიღოს, რაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს, თუ რამდენად გაიზრდება ტურისტების ნაკადი.



იქმნება სპეციალური ტურისტული საინფორმაციო ცენტრი და ჩვენ შევძლებთ მთლიანად ამ მუნიციპალიტეტის, ამ მხარის სიმდიდრის წარმოჩენას ყველასთვის - იქნება ეს საქართველოს მოქალაქე თუ უცხოელი ტურისტი.



ადგილობრივები ცნობილები არიან თუნდაც კაჟ-ჩახმახიანი თოფების კეთებით და ამით განთქმულები იყვნენ საქართველოში. ასევე ბევრია სხვა ხელობა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა- ზუსტად ეს არის სიმდიდრე. ამ ოჯახებს, ახალგაზრდობას უფრო მეტი შესაძლებლობა უნდა შევუქმნათ.



ეს არის ის მოლოდინი, რომელიც მერობის კანდიდატისგან გვაქვს. ჩვენ მის გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ. ისე როგორც მე, მთლიანად ჩვენს გუნდს, მოსახლეობას, ნამდვილად გვაქვს მოლოდინი, რომ ახალი მერი, საკრებულოს წევრები უზრუნველყოფენ ადგილობრივების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ოთხი წლის შემდეგ, ვიამაყებთ იმ შედეგებით, რომელსაც ეს მუნიციპალიტეტი მიაღწევს“ – განაცხადა კახა კუჭავამ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up