კახა კუჭავა: „შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენ საარჩევნო კამპანია რუსთავიდან დავიწყეთ. ეს არის ინდუსტრიული ქალაქი, რომელსაც უდიდესი როლი აქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“

კახა კუჭავა: „შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენ საარჩევნო კამპანია რუსთავიდან დავიწყეთ. ეს არის ინდუსტრიული ქალაქი, რომელსაც უდიდესი როლი აქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“

access_time2021-08-09 23:00:00

„შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენ საარჩევნო კამპანია რუსთავიდან დავიწყეთ. ეს არის ინდუსტრიული ქალაქი, რომელსაც უდიდესი როლი აქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ქმნის დოვლათი და წარმოადენს თავისი მნიშვნელობით ერთ-ერთ ყველაზე საყურადღებო ქალაქს“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ რუსთავში, „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატის ნინო ლაცაბიძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.


„რუსთავში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ ყველამ ვნახეთ ახალი ჩქაროსნული გზა, რომელიც მალე დასრულდება და იგი გაცილებით უფრო კომფორტულს ხდის თითოეული თქვენგანისთვის, ასევე, სხვა ქალაქების მაცხოვრებლებისთვის რუსთავში სტუმრობას.


ასევე, განხორციელდა ბევრი პროექტი, რომელიც უკავშირდებოდა ეკოლოგიას, ინვესტიციების მოზიდვას. გაიზარდა საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობა. რაც ყველაზე მთავარია, მიუხედავად გაკეთებული საქმეებისა, ჩვენ კარგად ვხედავთ და არასდროს გვიჭირს, თვალი გავუსწოროთ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას ქალაქი რუსთავი.


პირველ რიგში, გამოვყოფდი ეკოლოგიურ და გარემოს დაცვით საკითხებს. მინდა გითხრათ, ჯერ კიდევ გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობისას, რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ იმ სამართლებრივი ბაზის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს, ერთხელ და საბოლოოდ გადაიჭრას ამ ქალაქში გარემოსდაცვითი საკითხები და ეკოლოგიის პრობლემა.



თუმცა აქ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამართლებრივი ბაზის არსებობა, არამედ ძლიერი მერი, რომელიც შეძლებს, აღასრულოს ეს ნორმები და რეალურად, რუსთავის ოცნება - გახდეს ეკოლოგიურად სუფთა და ქალაქი სუფთა ჰაერით, იქნას საბოლოოდ მიღწეული.


ჩვენ ვიმყოფებით ძალიან ლამაზ პარკში, ბევრი რეკრეაციული ზონებით. ევროპული ტიპის ქალაქად ჩამოყალიბება - ეს არის უმნიშვნელოვანესი მიზანი, რაც ვიცით, რომ გააჩნია ნინო ლაცაბიძეს. ჩემი აზრით და ეს ხაზგასმით მინდა აღვნიშნო - ერთ-ერთი მნიშნელოვანი ეს არის რუსთაველი ახალგაზრდების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, იმ გადაწყვეტილების, რომელიც ამ ქალაქს გახდის კიდევ უფრო ძლიერს და უფრო ევროპულს, უფრო კომფორტულს საცხოვრებლად.


მე გულწრფელად გეტყვით, ძალიან მწყდება გული, რომ ნინო ტოვებს პარლამენტს, რადგან, მისი სახით, ძალიან ძლიერი პარლამენტის წევრი გამოაკლდება ჩვენს გუნდს, თუმცა, ყველა ვხვდებით და ყველა კარგად ვხედავთ მის თვალებში იმ ჟინს და იმ სიყვარულს, რომლითაც მან გადაწყვიტა, შეეჭიდოს ამ ძალიან საპასუხისმგებლო საქმეს. ნინოს ზურგს უმაგრებს არა მხოლოდ მისი პროფესიონალიზმი, არა მხოლოდ მისი უდიდესი გამოცდილება და განათლება, არამედ უდიდესი სიყვარული თავისი მშობლიური ქალაქის მიმართ და წარმოუდგენელი ხედვა, თუ როგორ უნდა გახადოს რუსთავი სამაგალითო ყველა სხვა ქალაქისთვის.


როდესაც ნინოს ეს გადაწყვეტილება შევიტყეთ და გუნდის გადაწყვეტილება ცნობილი გახდა, მე მას ვუთხარი და დღესაც გავიმეორებ - დარწმუნებული ვარ, რომ ნინო რუსთავის ისტორიაში იქნება საუკეთესო მერი და ამას იგი დაამტკიცებს იმ შედეგებით, რომელსაც მოუტანს რუსთავს. მინდა, წარმატება ვუსურვო ნინოს, წარმატება ვუსურვო „ქართული ოცნების“ გუნდს და რა თქმა უნდა, წარმატებას ვუსურვებ ქალაქ რუსთავს“ – განაცხადა კახა კუჭავამ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up