კახა კუჭავას სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ აბაშის მერობის კანდიდატის გიგა გაბელაიას წარდგენაზე

კახა კუჭავას სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ აბაშის მერობის კანდიდატის გიგა გაბელაიას წარდგენაზე

access_time2021-08-27 19:10:00

„მოგესალმებით აბაშელებო, მივესალმები ამ ძალიან ლამაზ მხარეს. აბაშა გამორჩეულია შრომისმოყვარე ხალხით და ჩემპიონებით. ჩემპიონებზე როდესაც ვსაუბრობდით, არ შემიძლია განსაკუთრებით არ მივესალმო ჩემს კოლეგას, რომლისთვისაც ბევრჯერ გვიგულშემატკივრია, როდესაც იგი საქართველოს სახელით ასპარეზობდა - დავით კაჭარავა, სწორედ ასეთი ჩემპიონები უნდა იყვნენ მაგალითი არა მხოლოდ აბაშელებისთვის, არამედ მთელი საქართველოს, რომლებიც საქართველოს სახელით კიდევ ბევრ გამარჯვებას მოგვიტანენ. ეს მუნიციპალიტეტი ბევრი კუთხით სამაგალითოა“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ, „ქართული ოცნების“ აბაშის მერობის კანდიდატის გიგა გაბელაიას წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.



„აბაშას უდიდესი პოტენციალი აქვს ტურიზმის მხრივ. აქ არის ულამაზესი ისტორიული ადგილები, სახლ-მუზეუმები, რომელიც აუცილებელია განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობამ მოინახულოს, ნახონ სკოლის მოსწავლეებმა.



კონსტანტინე გამსახურდია, დიდი ქართველი, რომელმაც უდიდესი საგანძური დაგვიტოვა თავის შემოქმედების სახით ამ კუთხიდანაა და მისი სახლ-მუზეუმი ძველ აბაშაშია. ეს არის ბრწყინვალე შესაძლებლობა და სხვა დამატებით შესაძლებლობებიც უნდა შევქმნათ, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე უცხოელი სტუმრებისთვის.




ვიტყვი რამდენიმე სიტყვას იმ მთავარ სტრატეგიაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ძლიერი რეგიონების შექმნის კუთხით - ჩვენ გვინდა ვიხილოთ ძლიერი საქართველო. რამდენიმე წლის წინ განახორციელეთ საკონსტიტუციო რეფორმა, რომელმაც ჩამოგვაყალიბა სრულიად ევროპული ტიპის საპარლამენტო სახელმწიფოდ. შეიქმნა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია გავაძლიეროთ რეგიონები, რადგან ძლიერი ვერ იქნება ჩენი ქვეყანა, თუ არ გვექნება ძლიერი რეგიონები, ძლიერი ოჯახები. თითოეული ადამიანი, ვისაც აქვს სურვილი იშრომოს და შექმნას სარგებელი თავისი ოჯახისთვის, ქვეყნისთვის.



ამისთვის აუცილებელია ძლიერი თვითმმართველობა, როგორც მერი, ისე საკრებულოს წევრები. მოგიწოდებთ ყველას იაქტიუროთ არჩევნებისთვის და დაუჭიროთ მხარი ჩვენს კანდიდატს. ის აუცილებლად გაიმარჯვებს და შემდგომში, როდესაც ჩვენი ერთად წარვდგებით ისევ თქვენს წინაშე, ვიამაყებთ შედეგებით, რომელსაც ყველა ერთად ვიხილავთ“ – განაცხადა კახა კუჭავამ.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up