კახა კუჭავას სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების ბათუმის მერობის კანდიდატის არჩილ ჩიქოვანის წარდგენაზე

კახა კუჭავას სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების ბათუმის მერობის კანდიდატის არჩილ ჩიქოვანის წარდგენაზე

access_time2021-08-17 23:50:00

„მე არ ვარ ერთადერთი, ვინც ბათუმზეა შეყვარებული - ყველას თავისი ისტორია, მოგონებები აქვს. მე ჩემი ისტორია მაქვს, რომელიც პატარაობიდან იწყება. ჩემს კლასელს, უახლოეს მეგობარს, რომელიც წარმოშობით ბათუმიდანაა, ყოველ ზაფხულს, ვსტუმრობდით მეგობრები და არამხოლოდ სტუმარი ვიყავი, მე გავხდი ერთ-ერთი მათგანი, აქაური. მყავს ძალიან დიდი სამეგობრო და ვამაყობ ყოველ ჯერზე, როდესაც ჩამოვდივარ, როცა ვიხსენებ მოგონებებს, რომელიც ბავშვობიდან იწყება. სითბო, რომელსაც ბათუმელები გაძლევენ, არ შეიძლება არ დააფასო, არ შეგიყვარდეს, განსაკუთრებულად არ დაგრჩეს გულში“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ, „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატის არჩილ ჩიქოვანის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



„უნიკალურია ბათუმის მდებარეობა. ზღვის პირი, მთებით გარშემორტყმული, ულამაზესი ხედებით. რაც საშუალებას გაძლევს განსაკუთრებულად ისიამოვნო ამ სილამაზით, ხალხით, სერვისებით, რომელიც უფრო და უფრო ვითარდება და გამოირჩევა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში.



მე ძალიან ბევრი უცხოელი სტუმრისგან მომისმენია, რომ ეს არის ევროპული ქალაქი - ევროპული სტანდარტების და ეს არ ეტყობა მხოლოდ შენობებს, ეს არის პირველ რიგში ხალხი და ის ცხოვრების სტილი, რომელსაც ბათუმი საუკუნეების მანძილზე კარნახობდა მთელ საქართველოს, მთელს რეგიონს.



ჩვენ აქ ვხედავთ განვითარებულ ინფრასტრუქტურას, დიდ მოთხოვნას დამსვენებლების მხრიდან სასტუმროებზე. ყოველივე ეს დამტკიცდა კიდეც პანდემიის დროს, როგორც კი გაიხსნა ქვეყნები, ბათუმი აირჩიეს ტურისტებმა.



ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა ბათუმში, რომელზეც მე არ შევჩერდები, გამოვყოფ ორ პროექტს, რომელიც ჩემთვის მნიშნელოვანია და აუცილებლად უნდა ვახსენო.




ეს გახლავთ ბათუმის დრამატული თეატრი. მე მახსოვს როგორი იყო თეატრი და როგორი არის ის დღეს. დიდი მადლობა ამისთვის ფონდს „ქართუ“, რომელმაც არა მარტო ბათუმში განახორციელა მსგავსი პროექტები. ოზურგეთშიც ვნახე ახალი და გარემონტებული თეატრი და ბათუმის თეატრი ნამდვილად გამორჩეულია. დიდი მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც პრიორიტეტად აქვს აღებული ზუსტად ასეთი პროექტების განხორციელება მთელი ქვეყნის მასშტაბით.



მეორე პროექტი, რომელიც არ შემიძლია არ ვახსენო, განსაკუთრებით მათთვის, ვინც სპორტის დიდი გულშემატკივარია, ეს არის უეფას სტანდარტებით აშენებული, 20 ათას მაყურებელზე გათვლილი ულამაზესი „დინამო ბათუმის“ უნიკალური მოედანი, სადაც ახლახანს ვესწრებოდი თამაშს და ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია დღეს ვთქვათ, რომ ბათუმის „დინამო“ არამარტო ნამდვილად მაგარ ფორმაშია, არამედ შეგვიძლია ვისიამოვნოთ იმ ინფრასტრუქტურით, რომელიც დღეს გააჩნია ამ ქალაქს.



უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი სხვა პროექტია დაგეგმილი - სპორტის სასახლე, რომელიც მალე დასრულდება, სკოლების რეაბილიტაცია, რომელიც წარმოუდგენლად დიდი ტემპით მიმდინარეობს.



ყველაფერი ეს საბოლოო ჯამში ბათუმს წარმოაჩენს, როგორც ერთ-ერთ სამაგალითოს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში. იგი არის ტიპიური ევროპული ყაიდის ქალაქი, რომელმაც უნდა იამაყოს იმ განვითარებით, რაც აქვს , თუმცა, მე ვიცი როგორი მომთხოვნნი არიან ბათუმელები და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამაზე არ შევჩერდებით.



მერის კანდიდატი, რომელიც ერთი წელია მერის მოვალეობას ასრულებს თავის გუნდთან ერთად დარწმუნებული ვარ შეძლებს კიდევ უფრო დიდი შედეგების მიღწევას და ჩვენ ოთხი წლის მერე ვნახავთ რამდენი რამ შემატა „ქართული ოცნების გუნდმა, ახალმა მერმა ბათუმს.



ბათუმი იყო სამაგალითო არა მხოლოდ აჭარისთვის, არამედ საქართველოსთვისაც ბევრი მიმართულებით და დარწმუნებული ვარ ასეთად დარჩება თავისი წარმატებებით და მიღწევებით“ – განაცხადა კახა კუჭავამ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up