კახა კუჭავას სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ მარტვილის მერობის კანდიდატის თორნიკე ჯანაშიას წარდგენაზე

კახა კუჭავას სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ მარტვილის მერობის კანდიდატის თორნიკე ჯანაშიას წარდგენაზე

access_time2021-08-26 17:54:39

„ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე წარვსდგე ამ ისტორიულ ადგილას. გიორგი ჭყონდიდელის ხსენება რად ღირს, მისი ისტორია, უნიკალური მოღვაწეობა. საეკლესიო და საერო ნაშრომები, რომელიც აქ შეიქმნა. ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ თუ რას ნიშნავს და როგორი უნდა იყოს ძლიერი რეგიონები. ჩვენ თანმიმდევრულად მივდივართ ამ დიდი საბოლოო მიზნის მიღწევამდე“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ, „ქართული ოცნების“ მარტვილის მერობის კანდიდატის თორნიკე ჯანაშიას წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.



„მინდა გითხრათ, რომ მნიშვნელოვანია რეფორმები, რომელიც გატარდა ბოლო წლების განმავლობაში, რომლებიც დაიწყო, რა თქმა უნდა, ფუნდამენტური უფლებების დაცვით და სამართლებრივი ბაზის შექმნით- საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელმაც შექმნა საფუძველი ნამდვილად რეალური ევროპული ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკა ჩამოყალიბებულიყო. საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უკავშირდებოდა სამთავრობო, თუ რეგლამენტის კანონის ცვლილებებს და რა თქმა უნდა, ის, რაც შექმნის ძლიერ რეგიონს.



კონკრეტული გეგმა, 10 წლიანი ხედვა, რომელიც პრემიერმა გუნდთან ერთად ჩამოაყალიბა, ითვალისწინებს განსაკუთრებულ ყურადღებას რეგიონებზე.



ჩვენ გვინდა ვნახოთ ძლიერი რეგიონები სრული პოტენციალის გამოყენებით, იმ შესაძლებლობების შექმნით და ბოლომდე აღსრულებით, რომელიც ჭირდება ჩვენს მომავალს, გვჭირდება ჩვენ.



მარტვილის კანიონი- ეს არის ბრწყინვალე მაგალითი წარმატების, რადგან ბევრი ადგილია საქართველოს მასშტაბით, სადაც ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო ისტორიული თუ კულტურული ძეგლები, მაგრამ როგორ განავითარებ ამას, მნიშვნელოვანია. ეს ის პოლიტიკაა, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ. რამდენიმე წლის წინ დაცული ტერიტორიების სტატუსი მივანიჭეთ მარტვილის კანიონს, მის გარშემო უნიკალურ გარემოს და ბუნებას.



ეს არ არის მხოლოდ სტატუსის მინიჭება, როგორც ხშირად ხდება ხოლმე და ერთი სურათით მთავრდება. ეს არის მის გარშემო უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურის შექმნა, ღირებულებათა ქსელის ჩამოყალიბება, რომელიც უფრო მეტ სარგებელს მოიტანს.




სერვისების განვითარება, განათლებაზე, მათ შორის, პროფესიულ განათლებაზე დაფუძნებული პოტენციალის ბოლომდე გამოყენება- ეს უმნიშვნელოვანესია. ჩვენ დღეს ვხედავთ მარტვილის კანიონს და ამ დაცულ ტერიტორიას, როგორც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებას ტურიზმის კუთხით.



პირველ რიგში იმიტომ, რომ არსებობს ყველა შესაბამისი კომპონენტი, რომელიც ტურისტებს კომფორტს უქმნის და სთავაზობს იმ თანამედროვე ევროპული ტიპის სერვისებს, რომლითაც კიდევ ბევრჯერ გავითქვამთ სახელს.



არსებობს კონკრეტული გეგმა, რეგიონების განვითარების, რომელიც მოიცავს კიდევ უფრო ბევრი საინტერესო პროგრამის წარმოჩენას, როგორც სოფლის მეურნეობის, ასე ეკონომიკის კუთხით.



ბევრი საინტერესო პროექტია აგროტურიზმსა და ეკოტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით, რომელსაც იყენებს და გამოიყენებს ჩვენი მოსახლეობა.



მთავარია ამ პოტენციალის ბოლომდე გამოყენება, მეტი ახალი იდეა.



ახალი იდეები ყველაზე მეტად მოდის ახალგაზრდებისგან და ამიტომ მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტი, მერი, საკრებულო ბოლომდე უზრუნველყოფდეს ახალგაზრდების, თითოეული ადამიანის ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და შეიქმნას ის შესაძლებლობები და პოტენციალი, რომელიც გააჩნია ამა თუ იმ რეგიონს, განსაკუთრებით, როცა ვსაუბრობთ მარტვილზე, რომელიც ნამდვილად გამოირჩევა და ჩემი აზრით, აქვს განუსაზღვრელი შესაძლებლობა იმისათვის, რომ წარმატებით გააკვირვოს ყველა.



ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი კანდიდატი, რომლის გამარჯვებაში და წარმატებაში ეჭვი არ გვეპარება. დარწმუნებული ვარ ოთხი წლის შემდეგ კონკრეტული შედეგებით ვისაუბრებთ თუ რა გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში“ – განაცხადა კახა კუჭავამ.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up