კახა კუჭავას სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების

კახა კუჭავას სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების" ოზურგეთის მერობის კანდიდატის ავთანდილ თალაკვაძის წარდგენაზე

access_time2021-08-19 20:50:00

„მოგესალმებით ოზურგეთელებო, გილოცავთ ფერისცვალების დღესასწაულს. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, თქვენს წინაშე წარვსდგე ადგილიდან, სადაც პირველად არ ვარ. ჩემი ბრწყინვალე მოგონებები უკავშირდება კალანდობასდას, არაჩვეულებრივ ტრადიციას, რომელიც საუკუნეებს ითვლის და მე დავპირდი ჩემს შვილებს, რომ შემდეგ კალანდობას აუცილებლად მათთან აქ შევხვდები, რათა მათ ნახონ ეს ულამაზესი ტრადიცია. თუმცა, ჩემს ოჯახს ჩვენი ტრადიციებიც გვაქვს ამ დღესთან დაკავშირებით. როდესაც ვსაუბრობთ ამა თუ იმ კუთხეზე, ყველას რაღაც განსაკუთრებული გვაკავშირებს თითოეულ მათგანთან. მე ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი-ოზურგეთი არის ქალაქი, რომელსაც მე ვეძახი ლიდერების სამჭედლოს. არაერთი ცნობილი ქართველი ლიდერი, მოღვაწე, პოლიტიკოსი აღზარდა ამ კუთხემ. რად ღირს მხოლოდ ნოე ჟორდანიას ხსენება-მისი როლი უმნიშვნელოვანეს დროს, საქართველოს პირველი საერთაშორისო აღიარება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში“– ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ, „ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატის ავთანდილ თალაკვაძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.


„ცოტა ხნის წინ ჩვენ ვესწრებოდით ფოლკლორის სახლის გახსნას, რომელიც ანზორ ერქომაიშვილის სახელს ატარებს-ჩამონათვალი ძალიან დიდია.


არ შემიძლია არ ვახსენო ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, თანაგუნდელი, ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ მის უსაზღვრო შრომისმოყვარეობას.მე ყოველთვის ვუწოდებ მას, თანამედროვეობის ერთ-ერთ ლიდერ პოლიტიკოსს- ეს არის ჩემი მეგობარი არჩილ თალაკვაძე, რომელიც თქვენი ღირსეული შვილია. იგი ყოველთვის, ზრუნავდა ოზურგეთზე, ხალხზე, სადაც ის გაიზარდა და ჩამოყალიბდა ლიდერად.


ოზურგეთზე საუბრისას, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ძალიან ბევრ პროექტზე იქნება ეს ინფრასტრუქტურული, თუ სოფლის მეურნეობის მიმართულებით.


მე ყურადღებას გავამახვილებ იმ დიდ ტურისტულ პოტენციალზე, რომელიც ამ ქალაქს და ამ მუნიციპალიტეტს გაჩნია - აგროტურიზმი, ეკოტურიზმი ის მიმართულებებია, რომელიც აუცილებლად უნდა განვითარდეს სრული მასშტაბებით, ეს შესაძლებლობა ოზურგეთს ნამდვილად გააჩნია.



მე მოვინახულე შატო „როიალ ასკანელი“, რომელიც ნამდვილად სამეფო შატოა. ღვინის ტრადიციები, რომელიც აქ არის, სახელს უთქვამს სხვადასხვა საერთაშორის ფესტივალზე გურულ და ზოგადად, ქართული ღვინის ტრადიციებს.


არის გარკვეული პროექტები, რომელსაც ხაზგასმა სჭირდება და მე ნამდვილად გამოვყოფდი ოზურგეთის დრამატულ თეატრს.


ძალიან დიდი მადლობა ფონდ „ქართუს“, რომ საქართველოს მასშტაბით ახორციელებს მსგავს პროექტებს. ბიძინა ივანიშვილს, რომლის პირადი ინიციატივებით კეთდება პროექტები, რომელიც ნამდვილად რჩება ამა თუ იმ რეგიონის ლენდ-მარკ პროექტებად.


,,ციცინათელა“, უნიკალური დენდროლოგიური პარკი, „პარაგრაფი“, „ბლექ სი არენა“,-ეს ის პროექტებია, რომელმაც ახალი სიცოცხლე შესძინა მთლიანად რეგიონს და გაჩნდა კიდევ ერთი მიზიდულობის ცენტრი როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტებისთვის.


დარწმუნებული ვარ, მომავალშიც კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს ვიხილავთ ად ამისთვის დიდი მადლობა ფონდ „ქართუს“.


რამოდენიმე სიტყვას ვიტყვი კანდიდატზე, ჩემს მეგობარზე -ავთო თალაკვაძეზე მე პირადად ვთვლი, რომ მაგალითი უნდა გახდეს ყველასთვის იმისა, რომ როდესაც აღწევ დიდ წარმატებას, ზურგს გიმაგრებს განათლება, პროფესიონალიზმი და ბრუნდები შენს მშობლიურ ქალაქში, ცდილობ შენი ცხოვრების გარკვეული მონაკვეთი დაუთმო იმ ქალაქს, რომელმაც გაგხადა ის, რაც ხარ.


ვიცნობ რა მას, მის მონდომებას, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ოთხი წლის თავზე ნამდვილად ვიამაყებთ იმ პროგრესით, იმ განვითარების ტემპებით, რომელსაც ჩვენი ახალი მერი, საკრებულოს გუნდთან ერთად მიაღწევს ოზურგეთისთვის და მთლიანად მთელი საქართველოსთვის“ – განაცხადა კახა კუჭავამ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up