კახა კუჭავას სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ სამტრედიის მერობის კანდიდატის დავით ბახტაძის წარდგენაზე

კახა კუჭავას სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ სამტრედიის მერობის კანდიდატის დავით ბახტაძის წარდგენაზე

access_time2021-09-01 18:50:16

„მოგესალმებით სამტრედიელებო. ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენს წინაშე წარვდგე და მოგესალმოთ ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმიდან. ადამიანი, რომელიც გამოირჩეოდა თანამედროვეობისადმი უნიკალური ხედვით, თუ როგორ შეექმნა, წარმოეჩინა და დაენერგა ის სიახლეები, რომელიც ხალხისთვის იქნებოდა სიკეთის მომტანი. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ მისი მიღწევები, რომლითაც დღესაც ვამაყობთ და დღესაც ხელშესახებია. ჩემთვის განსაკუთრებულად სიმბოლურია დღეს ამ ადგილიდან მოგმართოთ, რადგან სწორედ ეს ადგილია და ეს ადამიანია, რომელიც თანამედროვე, მოდერნიზებულ საქართვლოსთან ასოცირდება- საქართველოსთან, რომლის ერთადერთი გზა და მომავალი არის ევროპა“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ, „ქართული ოცნების“ სამტრედიის მერობის კანდიდატის დავით ბახტაძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.



„დღეს მეკითხებოდნენ გადაუხვია თუ არა ჩვენმა ქვეყანამ დასავლურ გზას. როგორ შეიძლება გადაუხვიოს საქართველომ დასალურ გზას, როდესაც ეს არის ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანი.



დღეს მაქსიმუმზეა პროცენტული მაჩვენებელი მოსახლეობისა, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას და ეს გზა შეუქცევადია და ჩვენ ნამვილად მივაღწევთ ამ მიზანს.



ამისათვის აუცილებელია ერთად დგომა- ვგულისხმობ ძლიერ ცენტრალურ ხელისუფლებას, რომელსაც აქვს ხედვა, თუ როგორ განავითაროს ქვეყანა, თითოეული რეგიონი. ასევე ძლიერი თვითმმართველობა და ძლიერი მუნიციპალიტეტები, საწინდარია იმის, რომ ვიხილოთ ძლიერი საქართველო.



ამომრჩევლისგან მხარდაჭერა არ არის მხოლოდ არჩევნებზე მისვლა. ეს არის ყოველდღიური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში-მერთან და საკრებულოსთან ერთად. ეს არის ახალგაზრდობის ჩართულობა და მათთვის მეტი შესაძლებლობის შექმნა. მით უმეტეს, როდესაც ვლაპარაკობთ ქალაქზე და მუნიციპალიტეტზე, სამტრედიაზე, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა საკვანძო ფუნქციით და ნამდვილად გადამწყვეტ როლს ასრულებდა საქართველოს ეკონომიკაში ათწლეულების მანძილზე.



დღეს ამას დაემატა კოპიტნარის აეროპორტი, რომელიც იცით თუ როგორ ვითარდება. ეს არის დამატებითი შესაძლებლობები, რომელიც უნდა დავინახოთ და მერის მხარდაჭერით ადგილობრივი თვითმმართველობისა და ცენტრალური ხელისყფლების თანამშრომლობით ვიხილოთ ძლიერი რეგიონები.




სოფლის მეურნეობის მიმართულებით დიდხანს არ ვისაუბრებ. ამ მხრივ, ძალიან ბევრი პროგრამაა, რომელიც „ქარული ოცნების“ დროს შეიქმნა და უნდა გამოვიყენოთ. შეიძლება უკეთესი პროგრამებიც იქნას მოფიქრებული, რომელიც მორგებული იქნება კონკრეტულ რეგიონებზე. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ახალგაზრდების ჩართულობა, რომ კიდევ მეტი შესაძლებლობა გავაჩინოთ.



ტურიზმზე როდესაც ვსაუბრობ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, არ შეიძლება სამტრედია გამოვტოვოთ.



სამტრედია აკავშირებს დასავლეთს აღმოსვლეთთან და სამხრეთს ჩრდილოეთთან და ყველამ აქ უნდა გაიაროს. მე მაქვს იმედი, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ აბსოლუტურად ახალი ხედვა წარმოვადგინოთ, თუ როგორ უნდა განვავითაროთ სამტრედია.



ათწლიანი გეგმის განხორციელება, რომელიც მთავრობამ წარმოადგინა, საჭიროებს ძლიერ მერს და ძლიერ საკრებულოს.



ამიტომ, მოგიწოდებთ აქტიურობისკენ, მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ ჩვენს კანდიდატს, რომლის გამარჯვებაში ჩვენ ეჭვი არ გვეპარება. მოგიწოდებთ მხარი დაუჭროთ „ქართულ ოცნებას“, რომლის გამარჯვებასაც ალტერნატივა არ აქვს.



დარწმუნებულები ვართ, რომ 2 ოქტომბერს ვიზეიმებთ ძლიერ გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ყველა იმ ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი რეფორმის გატარებას და დასრულებას, რომელსაც მოსახლეობა და ჩვენი პარტნიორები ელოდებიან ჩვენგან“ “ – განაცხადა კახა კუჭავამ.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up