კახა კუჭავას სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების სენაკის მერობის კანდიდატის ვახტანგ გადელიას წარდგენაზე

კახა კუჭავას სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების სენაკის მერობის კანდიდატის ვახტანგ გადელიას წარდგენაზე

access_time2021-08-26 20:50:00

„მოგესალმებით სენაკელებო. მივესალმები ჩვენს ძვირფას სტუმრებს. ნურავინ ნუ მიწყენს, მივესალმები სენაკელ კუჭავებს, რომლებიც განსაკუთრებულად ბევრია ამ მუნიციპალიტეტში. მინდა გავიხსენო საქართველოს ეროვნული გმირი, ჟიული შარტავა, რომელიც ზუსტად ამ კუთხიდანაა. ეროვნული გმირი, რომელიც არის სიმბოლო თავდადების, ხალხზე ზრუნვის, ქვეყნის დამოუკიდებლობის და ერთიანობისთვის ბრძოლის, რომელმაც თავი შესწირა იმ ღირებულებებს, იმ მიზანს, რასაც საუკუნეების მანძილზე ემსახურებოდა ყველა ქართველი გმირი. იგი არის ბრწყინვალე მაგალითი როგორ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე და ხალხზე“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ, „ქართული ოცნების“ სენაკის მერობის კანდიდატის ვახტანგ გადელიას წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.



„დღეს ვიმყოფებით ამ ულამაზეს ადგილას ნოქალაქევში. იგი 2 000 წელი ემსახურებოდა საქართველოს, იყო სიძლიერის სიმბოლო და ასეთად დარჩება საუკუნეების მანძილზე. სიძლიერე, რომელიც ძალიან გვჭირდება დღეს ჩვენ, მთლიანად ქვეყანას და ქვეყანა ვერ იქნება ძლიერი თუ არ გვექნება ძლიერი რეგიონები.



ეს არის მთავარი მიზანი რომ განვახორციელოთ როგორც გრძელვადიანი გეგმები, ისე კონკრეტულად რეგიონების განვითარებაზე მორგებული კონკრეტული პროექტები. აუცილებელია, დავძლიოთ ყველა ის გამოწვევა და პრობლემა, რომლის წინაშეც დღეს ჩვენ ვდგავართ.



არ შეიძლება არ ვახსენოთ პანდემია - იგი არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად მსოფლიოს გამოწვევა. ჩვენ ვალდებულები ვართ წვლილი შევიტანოთ პანდემიასთან ბრძოლაში, დავიცვათ რეკომენდაციები და ავიცრათ, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ საბოლოოდ დავძლიოთ პანდემია.



როდესაც განვითარებას ვახსენებთ, არ შეიძლება არ ვისაუბროთ იმ პროექტებზე, სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც არსებობს. იქნება ეს სოფლის მეურნეობა, განათლება, ინფრასტრუქტურის პროექტები ეკონომიკის მიმართულებით, „აწარმოე საქართველოში“ და სხვადასხვა შესაძლებლობები, რასაც ხელისუფლება ქმნის იმისთვის, რომ ადგილობრივ დონეზე მეტი ჩართულობა იყოს.




უფრო განვითარდეს აგრო და ეკო ტურიზმი. ჩვენ უნდა შევძლოთ შევქმნათ ღირებულებითი ქსელი, რომელიც არა მხოლოდ ერთ ან ორ კონკრეტულ ლოკაციას და ატრაქციას შექმნის, არამედ შექმნის შესაძლებლობის იმ წრეს, რომელშიც სრულიად მოიცავს როგორც ახალგაზრდებს ,ასევე ყველა ასაკის წარმომადგენელს, ვისაც სურვილი აქვს იმუშაოს და ასეთები ამ რეგიონშიც ბევრი არიან. მე ვიცი, რომ ჩვენ წარმტებას აუცილებლად მივაღწევთ.



როდესაც წარმატებაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ ვისაუბროთ ადგილობრივ თვითმართველობაზე, კანდიდატზე და იმ გუნდზე, რომელიც წარმოდგენილია.



ვახტანგი, გამორჩეული ახალგაზრდაა თავისი ჟინით, შრომისუნარიანობით და დარწმუნებული ვარ, ოთხი წლის შემდეგ შევძლებთ ვიამაყოთ იმ შედეგებით, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტი მიაღწევს მისი ხელმძღვანელობით.



რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია წარმომადგენლობა საკრებულოში. მერს სჭირდება ძლიერი გუნდი, რომელსაც მხარს უნდა უმაგრებდეს საკრებულო უმრავლესობის სახით, რათა ყველა გადაწყვეტილება, ყველა პროექტი თუ ძირითადი მიმართულებები შესრულდეს ადგილობრივ დონეზე. მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ უალტერნატივო ძალას, რომელმაც ამ წლების განმავლობაში აჩვენა განვითარება, სტაბილურობა და ჩვენ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ“ – განაცხადა კახა კუჭავამ.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up