კახა კუჭავას სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ თერჯოლის მერობის კანდიდატის ლაშა გოგიაშვილის წარდგენაზე

კახა კუჭავას სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ თერჯოლის მერობის კანდიდატის ლაშა გოგიაშვილის წარდგენაზე

access_time2021-09-03 15:20:00

„თერჯოლელებო, დიდი მადლობა თბილი მიღებისთვის ამ მართლაც უნიკალურ ადგილას. დიდი ქართველის, კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში. მიუხედავად წვიმისა, არ შიძლება არ შეამჩნიო ის ულამაზესი ლანდშაფტი და ხედები, რითაც ეს კუთხე გამორჩეულია, ლამაზი ეზოები და ის თბილი ხალხი, რომელიც დღეს გვმასპინძლობს. დიდი მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის, რამაც არაერთხელ მოგვიყვანა გამარჯვებამდე, თუმცა არის კიდევ ერთი გამარჯვება მისაღწევი და ამას აუცილებლად შევძლებთ თქვენთან ერთად“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ, „ქართული ოცნების“ თერჯოლის მერობის კანდიდატის ლაშა გოგიაშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„არ შემიძლია რამოდენიმე სიტყვა არ ვთქვა თქვენს კანდიდატზე - ადამიანი, რომელიც გამოირჩევა დიდი სიყვარულით მშობლიური თერჯოლის მიმართ და რაც ყველაზე მთავარია, პატიოსნებით, შრომისმოყვარეობით და იმ ხედვებით, ჟინით, რომლითაც მას უნდა დიდ წარმატებას მიაღწიოს თერჯოლამ, მთლიანად მუნიციალიტეტმა, ყველა იმ სოფელმა, სადაც ის ყოველდღიურად დადის და თითოეულ ოჯახთან აქვს კომუნიკაცია.

ვთვლი, რომ ზუსტად ასეთი ახალგაზრდა და შემართებით მყოფი ადამიანები სჭირდება მუნიციპალიტეტებს.

ბოლო წელიწადნახევარი, მან ჯერ მერის მოვალეობის შემსრულებლის და შემდეგ მერის რანგში, დაგვამახსოვრა თავი რამოდენიმე მნიშვნელოვანი მიღწევით- ერთი წლის წინ გარემონტებული თერჯოლის ცენტრი, განახლებული რეგიონების პროექტით მიმდინარე ძველი კორპუსების ფასადების რემონტი.

თერჯოლა, ვიტყოდი ერთ-ერთი მუნიციპალიტეტია, რომელიც სრულად გაზიფიცირებულია, ორი თუ სამი ცენტრალური გზა დარჩა, რომელიც დასრულდება. ნამდვილად საამაყოა, რომ ვხედავთ განვითარებას ამ ერთი, კონკრეტული მუნიციპალიტეტის მაგალითზე, რაც ნამდვილად მოქმედი და მომავალი მერის დამსახურებაა.

ბევრი სხვა მნიშვნელოვანი პროექტია დაგეგმილი. გამოვყოფდი ზემო საზანოდან კაცხისკენ მიმავალ გზას, რაც შეკრავს იმ ტურისტულ მარშრუტს, რომელიც კიდევ უფრო გაამდიდრებს ამ კუთხეს.


აუცილებელია, ახალი შესაძლებლობები შევქმნათ რეგიონებისთვის. ეს შრომისმოყვარე ხალხი ბევრი პროგრამით სარგებლობს - „აწარმოე საქართველო“, „დანერგე მომავალი“ თუ სხვა, მაგრამ აუცილებელია მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას თუ რა შეუძლიათ მათ, რომ დღეს არსებული დახმარებებიდან, პროგრამებიდან, რომელიც ხორციელდება, კიდევ უფრო მეტად გამოიყენონ.

ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მეტი ჩართულობა და დარწმუნებული ვარ ამ მიმართულებით, კიდევ უფრო მეტს გააკეთებს, რომ უფრო დიდ წარმატებას მიაღწიოს მუნიციპალიტეტისთვის.

ეს არის ის ძლიერი გუნდი, რომელსაც ალტერნატივა არ ჰყავს დღეს არცერთ მუნიციპალიტეტში და ამას დავამტკიცებთ თქვენთან ერთად 2 ოქტომბერს, ძლიერი გამარჯვებით“ – განაცხადა კახა კუჭავამ.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up