კახა კუჭავას სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ წალენჯიხის მერობის კანდიდატის გოგა გულორდავას წარდგენაზე

კახა კუჭავას სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ წალენჯიხის მერობის კანდიდატის გოგა გულორდავას წარდგენაზე

access_time2021-08-26 13:54:17

„წალენჯიხელებო მოგესალმებით. ჩემთვის პატივია მოგმართოთ ამ ულამაზეს მხარეში, რეგიონში, რომელიც განსაკუთრებული შრომისმოყვარეობით გამოირჩევა“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ, „ქართული ოცნების“ წალენჯიხის მერობის კანდიდატის გოგა გულორდავას წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.


„არ შეიძლება არ შეამჩნიო ის სიკოხტავე და პეწი, რომლითავ გამორჩეულია ეს კუთხე და შრომისმოყვარე ხალხი.


მთიან სამეგრელოს განსაკუთრებული პოტენციალი აქვს. ვთვლი, რომ წალენჯიხას აქვს შესაძლებლობა გახდეს როგორც აგროტურიზმის ისე ეკოტურიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, თავისი ულამაზესი მონასტრებით, ისტორიით, კულტურით და რა თქმა უნდა, სამზარეულოთი.


ეს კუთხე ნამდვილად გამორჩეულია, მე ბევრს არ ვისაუბრებ სოფლის მეურნეობაზე, აღსანიშნავია ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც აქ განხორციელდა- გაზიფიცირება, დასასრულებელია ინტერნეტიზაცია. რა თქმა უნდა რჩება გამოწვევები, პირველ რიგში წყალმომარაგების საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა დასრულდეს, რადგან ეს პროექტები მიმდინარეობს. საჭიროა უფრო მეტი გზების რეაბილიტაცია ყველა სოფელში, რაც გამართულად გადაადგილების საშუალებას მისცემს ყველას.



არ შეიძლება არ ვახსენოთ მთავარი გამოწვევა, რომელიც არა მარტო ამ რეგიონის და ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს წინაშე დგას - ეს არის პანდემია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, ღია ცის ქვეშაც ვატაროთ პირბადე, მაქსიმალურად ვიყოთ ფრთხილად, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.


აუცილებელია ვაქცინაციის პროცესის დასრულება, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს. ვაქცინცია გვიცავს ჩვენ და ჩვენს ჯანმრთელობას, რომ შევძლოთ საბოლოოდ გადავტეხოთ ეს რეალობა და განვითარების იმ ტემპს დავუბრუნდეთ, რომელიც პანდემიამდე იყო.


ჩვენ გვაქვს წინსვლა, მაგრამ ჩვენ ის ხალხი ვართ, რომლებიც არ ვკმაყოფილდებით მიღწეული წარმატებით. გაცილებით მეტი უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ის პოტენციალი, შესაძლებლობები, რომლებიც ამ ულამაზეს მხარეს აქვს, ბოლომდე ავითვისოთ. პირადად მე და მთლიანად გუნდს ამის იმედი გვაქვს, გამომდინარე იქიდან თუ როგორი კანდიდატი გვყავს წარმოდგენილი ამ ულამაზეს მხარეში.


გოგა გულორდავას თქვენ ყველა იცნობთ. აუცილებელია ის გამოცდილება ბოლომდე გამოვიყენოთ, რომელიც გოგას აქვს. ის არის ახალგაზრდა, ენერგიული. მე ვიცი მისი გეგმების შესახებ, ვიცი რომ ბოლომდე იქნება ჩართული ყოველდღიურად, თქვენთან ერთად გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომ მაქსიმალური სიკეთე მოუტანოს მშობლიურ მხარეს“ – განაცხადა კახა კუჭავამ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up