კახა კუჭავას სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ ხულოს მერობის კანდიდატის ვახტანგ ბერიძის წარდგენაზე

კახა კუჭავას სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ ხულოს მერობის კანდიდატის ვახტანგ ბერიძის წარდგენაზე

access_time2021-08-18 17:20:00

წლების წინ, როდესაც ბეშუმს პირველად ვესტუმრე იმდენად მოვიხიბლე, რომ იმის შემდგომ მრავალჯერ ვიყავი ამ მხარეში და არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადგილას, შევეცადე მომევლო სოფლები და გამეცნო მოსახლეობა. მოვიხიბლე იმ სითბოთი, სტუმარ-მასპინძლობით, სტუმართმოყვარეობით, რომელიც აქ დამხვდა. მინდა მთელმა საქართველომ, ტურისტებმა განიცადონ ეს - უნიკალურია ეს მხარე. ორი საათის მონაკვეთში ასეთი ცვალებადობა და სიმდიდრე, განსხვავებულობა გარემოს კუთხით, ნამდვილად გამორჩეულია არა მხოლოდ ამ ქვეყნისთვის, არამედ მსოფლიოსთვის. იწყება ზღვით, სუბტროპიკული ჰაერით, ამოდიხარ და უკვე წიწვოვანი, ზემოთ კი ალპური ზონაა. ულამაზესი კურორტები, ადგილები, ციხე-სიმაგრეები, ტბები, ჩანჩქერები, რომელიც აუცილებელია ნახოს ყველამ, ნახოს ჩვენმა ახალგაზრდა თაობამ, ნახოს თუ რა სიმდიდრეა და ეს გაგვიჩენს შეგრძნებას, თუ როგორ უნდა მოვუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას. ქვეყანას, სადაც გადახედავ ამაყად მდგარ სალ კლდეებს და ხვდები, რომ ეს ქვეყანა ნამდვილად თავისუფალია და ვერასოდეს ვერავინ დაგვაჩოქებს“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ, „ქართული ოცნების“ ხულოს მერობის კანდიდატის ვახტანგ ბერიძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



„როცა თავისუფლებაზე ვსაუბრობ, არ შემიძლია არ ვახსენო ჩვენი ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე, რომლის დაბადების დღეა დღეს, გმირი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას თავი შესწირა. ეს არის გმირობის მაგალითი, რომელიც თაობებს გაჰყვება.



ხულოში როდესაც ვიმყოფებით, ყოველთვის უნდა ვთქვათ ასევე, რომ ეს ხალხი არის მაგალითი, თუ რა არის შრომისმოყვარეობა, სტუმართ-მასპინძლობა და რაც ყველაზე მთავარია, განვითარება.




განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ რეგიონს უდიდესი პოტენციალი აქვს.



თქვენც კარგად იცით ის პროექტები, რომელიც ხორციელდება, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული და ტურისტული. „გოდერძის კურორტი, რომელიც კიდევ უფრო განვითარდება და მეტ ტურისტს მოიზიდავს.



წარმატებას ვუსურვებ მერობის კანდიდატს, მის ძლიერ გუნდს. ვიცით, რომ ის პროცესები და განვითარება, რომელიც დაწყებულია, განვითარება ამ რეგიონში, გაგრძელდება.



ჩვენ დავათვალიერეთ გზის მონაკვეთი, რომლის რეაბილიტაცია ხდება, მალე უნდა დასრულდეს სამცხე-ჯავახეთთან დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია, რომ შეიკრას ტურისტული მარშრუტის წრე, რათა უფრო მეტი ტურისტი მოდიოდეს არა მხოლოდ ბათუმიდან, დასავლეთიდან, არამედ სამხრეთიდანაც, სამცხე-ჯავახეთიდან, რადგან იქაც უმნიშვნელოვანესი ტურისტული პოტენციალია, რომელიც უფრო გაამდიდრებს ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებს, რომ ადგილობრივმა და უცხოელმა ტურისტებმა ნახონ და დატკბნენ ამ ულამაზესი მხარით“ – განაცხადა კახა კუჭავამ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up