კახა კუჭავას სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის მამუკა წოწერიას წარდგენაზე

კახა კუჭავას სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის მამუკა წოწერიას წარდგენაზე

access_time2021-08-25 22:20:00

„მოგესალმებით ზუგდიდელებო! ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე წარვსდგე ერთ-ერთ გამორჩეულ მხარეში, რომელიც გამოირჩევა თავისი კულტურით, ისტორიით, ბუნებით, გარემოთი, ტრადიციებით, ფოლკლორით, სამზარეულოთი. რა თქმა უნდა, გამორჩეულია იმ ისტორიული მნიშვნელობით, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ატარებდა და ატარებს ზუგდიდი. იგი ყოველთვის იყო ქალაქი, მე ვიტყოდი ბოლო ბასტიონი, როდესაც მტერი სწორედ აქ , ძლიერ წინააღმდეგობას აწყდებოდა, სადაც მარცხდებოდა კიდეც“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ, „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის მამუკა წოწერიას წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 


„ამ მხრივ, ზუგდიდს დიდი როლი ჰქონდა დაკისრებული და სამწუხაროდ, ყველაზე დიდი დარტყმებიც სამეგრელოზე და ზუგდიდზე მოდიოდა.


ენგურის ხიდზე ვიყავით, ძალიან მძიმე საყურებელია ჩვენი თანამოქალაქეები როგორ გადადიან ამ ხიდს. ზუგდიდიდან მინდა მივესალმო ჩვენ აფხაზ ძმებს და დებს და დავპირდე მათ, რომ აუცილებლად გავერთიანდებით, გავმთლიანდებით და ამას მოვახერხებთ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ვიქნებით ძლიერები და როდესაც ისინი ნახავენ, რომ ეკონომიკური, სოციალური, კულტურული განვითარების პერსპექტივა შეუქცევადია და პირველ რიგში, ეს აქ, ამ რეგიონში უნდა დავამტკიცოთ, თუ რამდენად ძლიერები ვართ და შეგვიძლია სტაბილურად, მშვიდობიანად განვითარება, ფიქრი მომავალზე, კიდევ უფრო დიდ პროგრესზე და რაც ყველაზე მთავარია, საფუძველი დავუდოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას, იმ ისტორიული არჩევანის საბოლოოდ განხორციელებას, რასაც ჰქვია ევროკავშირის წევრობა.


2024 წელს, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად შევიტანოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ევროკავშირის წევრობა ნამდვილად მიღწევადია, ჩვენზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული.


როდესაც ვიყავით ერთ მუშტად შეკრული, ქართველებს ვერასოდეს ვერავინ ამარცხებდა და ასე იქნება ყოველთვის.



სამეგრელოს პოტენციალი ყველა მიმართლებით განუსაზღვრელია და ვალდებული ვართ ეს შესაძლებლობები ბოლომდე გამოვიყენოთ. განსაკუთრებით ახალგაზრდებს დავეხმაროთ პოტენციალის გამოყენებაში იქნება ეს ცენტრალური, თუ ადგილობრივი მმართველობის კუთხით. ამიტომ მნიშვნელოვანია არჩევნები, რომელიც ახლოვდება. არჩევნები, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს თუ ვინ იქნება თქვენი მერი, ვინ იქნებიან თქვენი საკრებულოს წევრები.


მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არჩევნები ახალი საარჩევნო კოდექსით ჩატარდება. იგი პარლამენტმა რამდენიმე თვის წინ მიიღო კონსესუსის საფუძველზე, მათ შორის ოპოზიციური პარტიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ჩვენი პარტნიორების მონაწილეობით და ფაქტიურად, გამორიცხავს პროვოკაციულ ქმედებებს.


ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ თუ რა გამოწვევების წინაშე დგას არა მხოლოდ ეს რეგიონი, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყანა და ზუსტად ეს არის ჩვენი სიძლიერე, რომ თვალი გავუსწოროთ ამ გამოწვევებს, სიძნელეებს და ვიბრძოლოთ ერთად მათთან გასამკლავებლად.


ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდელები გააკეთებენ ღირსეულ არჩევანს - არჩევანს უკეთესი მომავლისკენ, პროგრესისკენ, განვითარებისკენ.


ჩვენ გვყავს ძლიერი კანდიდატი, რომელსაც წარმატებას ვუსურვებ და დარწმუნებული ვარ, ღირსეულ გამარჯვებას მოვიპოვებთ და ოთხი წლის შემდეგ შევძლებთ ვისაუბროთ ყველა იმ განხორციელებულ პროექტზე და შედეგებზე, რომელსაც ერთად მივაღწევთ“ – განაცხადა კახა კუჭავამ.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up