კახა კუჭავას სიტყვით გამოსვლა ხობის მერობის კანდიდატის დავით ბუკიას წარდგენაზე

კახა კუჭავას სიტყვით გამოსვლა ხობის მერობის კანდიდატის დავით ბუკიას წარდგენაზე

access_time2021-08-27 14:25:00

„მოგესალმებით ხობელებო, ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენი ძლიერი გუნდის წევრებო. ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენს წინაშე წარვსდგე“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ, „ქართული ოცნების“ ხობის მერობის კანდიდატის დავით ბუკიას წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


„ჩვენი ქვეყნის თითოეული რეგიონი გამორჩეულია და მათ შორის, ხობიც არის ერთ-ერთი გამორეული ქალაქი და მუნიციპალიტეტი თავისი ისტორიული მნიშვნელობით, რომელიც ჯერ კიდევ საუკუნეების წინ ჰქონდა. ძველი კოლხეთი და ის განსაკუთრებულობა, რომელიც ხობს ჰქონდა თუნდაც აბრეშუმის გზით განვითარებული ეკონომიკით, ვაჭრობით, სოფლის მეურნეობით.


ჩვენი მთავარი მიზანიც ის არის, რომ კიდევ უფრო ძლიერი ხობი ვნახოთ - ძლიერი ოჯახებით, რომლებიც ქმნიან მეტ სიკეთეს, აქვთ მეტი შესაძლებლობები და შრომობენ უკეთესი მომავლისთვის.


პოტენციალი ძალიან დიდია. არა მხოლოდ ტურისტული. აქ ბრწყინვალე შესაძლებლობაა ეკო და აგრო ტურიზმის განვითარების. კოლხეთის დაცული ტერიტორიის გარდა, რომელიც რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი ტურისტული მიმართულებაა, ჩვენ უნდა შევეცადოთ შევქმნათ ღირებულებათა ის ჯაჭვი, ქსელი, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა რეგიონს ჩაერთოს ამ სიკეთის შექმნაში და მაქსიმალურად მიიღოს სარგებელი, როგორც თითოეულმა ადამიანმა და ოჯახმა, ისე მთლიანად რეგიონმა და ქვეყანამ.


ჩვენ მოვიარეთ სოფლები. ვიყავით პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმში, რომელიც ბრწყინვალედაა გაკეთებული და ვნახეთ ბრწყინვალე ეკლესია. ეს ყველაფერი ფონდი „ქართუს" და უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გაკეთდა.



გვახსოვს, როდესაც იგი ხიბულაში იყო, ამ საქმეს მაშინ ჩაეყრა საფუძველი და დღეს ბოლომდეა მიყვანილი. ეს აუცილებლად უნდა ნახოს ყველამ, ნახოს ბავშვმაც, მოსწავლემაც, რადგან ეს არის ჩვენი პირველი პრეზიდენტის სახლ-მუზეუმი და უდიდესი მნიშვნელობა აქვს ვიცოდეთ ეს ისტორია - საიდან მოვდივართ და როგორ ვაგრძელებთ გზას.


მუზეუმამდე მისასვლელი გზა, რომელიც ბრწყინვალედ მიდის თითქმის ბოლომდე, დარჩენილია დაახლოებით კილომეტრი, მალე დასრულდება.


იქიდან ხედებიც ისეთი ლამაზია, ბევრ ცნობილ ევროპულ ტურისტული დანიშნულების ადგილს გაუწევს კონკურენციას ულამაზესი ლანდშაფტით. დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, ბევრი უცხოელიც სიამოვებით ესტუმრება და ნახავს ამ ულამაზეს კუთხეს და მხარეს.


რატომ არის რეგიონების განვითარება უმნიშვნელოვანესი- ჩვენ გვინდა ვიხილოთ ძლიერი და გაერთიანებული საქართველო. ძლიერ საქართველოს ვერ ვნახავთ თუ არ არის ძლიერი მუნიციპალიტეტები, ძლიერი ოჯახები და ეს არის ის მთავარი მიზანი, რასაც ემსახურება ის გრძელვადიანი და მოკლევადიანი სამთავრობო, პროგრამები და ხედვები, რომელიც აუცილებლად განხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.


ჩვენ გვინდა მეტად ცნობიერების ამაღლება თუნდაც იმ შესაძლებლობებზე, რომელიც უკვე არსებობს-იქნება ეს სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის მიმართულებით - „აწარმოე საქართველოში“ თუ ბევრი სხვა პროგრამის მეშვეობით, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას დავიწყოთ ახალი ან კიდევ უფრო განვავითაროთ არსებული ბიზნესები და საწარმოები. ამიტომ, მნიშნელოვანია ახალი შესაძლებლობი გავაჩინოთ, მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.


ყველამ უნდა იგრძნოს თავისი როლი და მოვალეობა, რომ რეგიონისთვის გააკეთოს მაქსიმუმი და ამის შესაძლებლობა უნდა შექმნას ადგილობრივმა ხელისუფლებამ, თითოეულ ოჯახთან, თითოეულ ადამიანთან ყოველდღიური მუშაობით. ამისთვის აუცილებელია ძლიერი თვითმმართველობა, რომელსაც ზურგს უმაგრებს ძლიერი ცენტრალური ხელისუფლება და ძლიერი მმართველი გუნდი.


დარწმუნებული ვარ, „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ გავიმარჯვებთ. გავიმარჯვებთ გამომდინარე იმ შედეგებიდან რასაც მივაღწიეთ და იმ ხედვებით რაც გვაქვს“ – განაცხადა კახა კუჭავამ.


ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up